მთავარისიახლეებიგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით...

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.

Published on

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს. 21 დეკემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში 21 დეკემბერს მოსალოდნელია შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +4, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

ქ. თბილისში 21 დეკემბერს თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +3 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

სიახლეები

რა ხდება მოსკოვში, ბალაშიხაში, სადაც დიდი ქიმიური ქარხანა იწვის [ვიდეო]

მოსკოვში ცეცხლი გაჩნდა ბალაშიხას ქიმიურ ქარხანაში, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია რუსეთში. ხანძრის კერა, სავარაუდოდ, საწყობში...

არა მგონია, წალენჯიხაში მოეწონოთ, ტრუსიკიანმა კაცმა “ფერარით” რომ გაიშხუილა – არქიმანდრიტი დოროთე

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი წალენჯიხაში კახა კალაძის ჩასვლაზე საკვირაო ქადაგების დროს ისაუბრა და ამასთან დაკავშირებით...

რუსეთის იერიშებს ზაპოროჟიესა და დნეპრზე მსხვერპლი მოჰყვა

ზაპოროჟიეში რუსული შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაიჭრა, დაჭრილთა შორის ბავშვიცაა. უხელ რუსეთის სამიზნე...

მოგიწოდებთ, სახე შეინარჩუნოთ – ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს

მოგიწოდებთ, სახე შეინარჩუნოთ,- ასე მიმართა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს. ადვოკატმა...