მთავარისიახლეებიდიდი ალბათობით, საქმე გვაქვს უცნობ ნაერთთან, რთულ ქიმიურ ან რადიაქტიულ, სასწრაფოდ საჭიროა...

დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს უცნობ ნაერთთან, რთულ ქიმიურ ან რადიაქტიულ, სასწრაფოდ საჭიროა დეტოქსიკაცია – ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზებზე

Published on

ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ საუბრობს მიხეილ სააკაშვილის მძიმე დიაგნოზების შესახებ და აღნიშნავს, რომ ეს დიაგნოზები გათავისუფლების საფუძველია. მისივე განმარტებით, უმრავლესობა მათგანი მოწამვლასთანაა კავშირში:

“კითხვებზე ვპასუხობ: რა დიაგნოზები აქვს მიხეილ სააკაშვილს ცნობისმოყვარე, სკეპტიკოსები მეკითხებიან? ძალიან მძიმე, წარმოადგენს გათავისუფლების საფუძველს. უმრავლესობა მათგანი კავშირშია მოწამვლასთან. სისხლში, თმაში – აღმოჩენილია: ვერცხლისწყალი, დარიშხანი, ტალიუმი, ტყვია, ბისმუტი, ბარიუმი, ფრჩხილებში კადმიუმი, მანგანუმი, მცირე დოზებით, სიმპტომებთან კორელაციაში მიუთითებს ინტოკსიკაციაზე. დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს უცნობ ნაერთთან, რთულ ქიმიურ ან რადიაქტიულ, სასწრაფოდ საჭიროა დეტოქსიკაცია, როგორც შესაბამისი კვლევა, ისე მკურნალობა აქ ვერ ხორციელდება და ვერც განხორციელდება. შესაძლოა, მძიმე გამოსავალი. მკურნალობის შემთხვევაში რა აღდგება და რა არა არავინ იცის. ეს ყველაფერი განხორციელდა საქ. ციხეთა სისტემაში. ჩემი აზრით, დიდი ალბათობით, მე 18 ში და ალბათ მერეც გრძელდებოდა, გარკვეული სქემით ქრ. ინტოკსიკაციით. ასეთ სიტუაციაში, ადამიანის ჩატოვება ციხეში მკვლელობაა, 1 წელია ვუყურებთ პიროვნების ფიზიკურ და ფსიქიკურ განადგურებას, უმრავლესობა ეს მძიმე მეტალები ნეირო ტოკსიურია და ანადგურებს ფსიქიკას, ნერვულ სისტემას და ა.შ. როგორც ჩანს, არც არავის უნდა ამ საქმის გამოძიება. ჯერ კიდევ 2021 ის დეკემბერში ყურადღება მიიპყრო ნეიროლეფსიურმა სიმპტომატიკამ, მე 18 ში ცენტრი ემპათიას დიაგნოზები იყო: დაუზუსტებელი გულყრა და დელირი (გამგები გაიგებს) ჩვენი განცხადებების საფუძველზე დაინიშნა ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც 1 წლის მერეც ვერ ჩაატარა გამოძიებამ. 2022 ის 5 მაისს მორიგ დასკვნაში კვლავ მოვითხოვეთ ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზა. თმის ანალიზის შემდეგ, ჩვენ ვითხოვეთ ამერიკელი ტოკსიკოლოგის ჩართვა, მან დაადგინა ინტოკსიკაცია მძიმე მეტალებით და არასწორი მკურნალობა. გახსოვთ, ალბათ, ჩვენი განცხადება ფსიქოფარმაკოლოგიურ წამებაზე.
დასკვნა რატომ არის დიდი, ზოგი უმეცარი მეკითხება? იმიტომ რომ, 1 წლიან პერიოდს მოიცავს და სასამართლოსთვის დაიწერა და არა ფბ. ს მომხმარებლებისთვის.
კიდევ თუ გაქვთ კითხვები?
რაც შეეხება, “სტრესს, არ თუ ვერ ჭამს, თავსიზიანებს, პატიმრობას ვერ იტანს “- ეს ნარატივი – დეზინფორმაცია პროპაგანდა – ალბათ, მოწამვლის სცენარის ნაწილია, რომ ყურადღება სხვაგან წავიდეს.
ამ დროს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ PTSD და მძიმე ტრანზიტორული ეპიზოდები თავის ტვინის ორგანული დაზიანების და ინტოკსიკაციის ფონზე აღმოცენდა წამების შედეგად, დანარჩენი ყველა თუ არა უმრავლესობა სიმპტომები პირდაპირ კავშირშია ინტოკსიკაციასთან.
რა ვიცი, აჰა, მოკლე დასკვნა.” წერს მარიამ ჯისკარიანი.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...