მთავარისიახლეებიმსოფლიოროგორ გახდა ვალერი ზალუჟნი "წმინდა ნიკოლოზი" ბიჭუნასთვის, რომელიც ომმა მამას დააშორა

როგორ გახდა ვალერი ზალუჟნი “წმინდა ნიკოლოზი” ბიჭუნასთვის, რომელიც ომმა მამას დააშორა

Published on

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ მონაწილეობა მიიღო აქციაში “გახდი წმინდა ნიკოლოზი ბიჭუნასთვის, რომელიც ომმა მამას დააშორა” და ამ გზით ერთ-ერთი მებრძოლის შვილის ოცნება აასრულა.
ამის შესახებ ბავშვის დედამ ელენა ვარფოლომეევამ მედიას უამბო. მისი თქმით, როცა ის შვილთან ერთად მიიწვიეს ამ აქციაში მონაწილეობის მისაღებად და წერილის დაწერა სთხოვეს, ბიჭმა წერილში დაწერა, რომ ძალიან უნდოდა, ომში წასული მამამისი ეპოვნა და რომ ვალერი ზალუჟნისთან შეხვედრაზე ოცნებობდა.
ცოტა ხანში დედას დაურეკეს და უთხრეს, რომ მის შვილს ივანს ვალერი ზალუჟნი შეხვედრაზე ელოდებოდა.
“გუშინ ჩემს შვილს ვალერი ზალუჟნი ეხვეოდა. ასე, ალბათ, მამამისი თუ მოეფერებოდა. და როცა დრო მოვა, ივანი აუცილებლად უჩვენებს ამ ფოტოს მამამისს. მართალია, მისი მთავარი ნატვრა მამის პოვნაზე ჯერაც ასახდენია, მაგრამ ვალერი ზალუჟნისთან შეხვედრით მოხდა ის, რაც ყველაზე მთავარია: ჩემს შვილს რწმენა მიეცა, რომ მამას აუცილებლად იპოვნის! მჯერა, რომ აუცილებლად მოხდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა – რასაც ნატრობ, იმის ახდენის უნდა გჯეროდეს და აი, ჩვენ გვჯერა!”, – თქვა ივანის დედამ.

სიახლეები

პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე...

რუსეთმა კიევს სამი ტალღით 21 ბალისტიკური რაკეტა ესროლა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ღამის თავდასხმის სამიზნე უკრაინის 12 ოლქი გახდა. დაიღუპა ორი...

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...