მთავარისიახლეებიკულტურაკანის ფესტივალის ჟიურის გრანპრი მარიამ ხაჭვანის სვანურენოვან ფილმს ,, დედე''

კანის ფესტივალის ჟიურის გრანპრი მარიამ ხაჭვანის სვანურენოვან ფილმს ,, დედე”

Published on

ქართველი რეჟისორის  მარიამ ხაჭვანის ფილმმა „დედემ “, კანში კინემატოგრაფების 30-ე შეხვედრაზე, ფესტივალის ჟიურის გრანპრი დაიმსახურა.
 
კანის კინემატოგრაფისტების შეხვედრაზე ჟიურის პრეზიდენტი ჩეკი კარიო გახლდათ. ჟიურის წევრები კი იყვნენ: ბერნარ დე ლა ვილარდიერი (ჟურნალისტი), კაროლინ დერუა (სცენარისტი, მსახიობი, რეჟისორი), ლუ-დენი ელიონი – (მსახიობი), ოლივიერ გრენსონი – (კომიქსების ავტორი) და ბობ სვაიმი – (რეჟისორი, სცენარისტი).
 
ფესტივალისთვის სულ რვა ფილმი შეირჩა საფრანგეთისა და სხვადასხვა საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში მიღებული პრიზების მიხედვით.
 
 
ეს არის მარიამ ხაჭვანის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი, რომელიც სვანი გოგოს სიყვარულზე მოგვითხრობს. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა. ფილმის გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა, მთავარ როლებს ნათია ვიბლიანი, გიორგი ბაბლუანი, ნუკრი ხაჭვანი და გირშელ ჭელიძე ასრულებენ. 
 
„დედე” მარიამ ხაჭვანის მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრის, „დინოლას” სრული ვერსიაა, იგი  ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია.
ფილმის მსოფლიო პრემიერა ოთხი თვის წინათ შედგა და მას შემდეგ არაერთი საერთაშორისო პრიზის მფლობელიც გახდა.
 
 
კანის კინემატოგრაფისტების შეხვედრაზე ჟიურის პრეზიდენტი ჩეკი კარიო გახლდათ. ჟიურის წევრები კი იყვნენ: ბერნარ დე ლა ვილარდიერი (ჟურნალისტი), კაროლინ დერუა (სცენარისტი, მსახიობი, რეჟისორი), ლუ-დენი ელიონი – (მსახიობი), ოლივიერ გრენსონი – (კომიქსების ავტორი) და ბობ სვაიმი – (რეჟისორი, სცენარისტი).
 
ფესტივალისთვის სულ რვა ფილმი შეირჩა საფრანგეთისა და სხვადასხვა საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში მიღებული პრიზების მიხედვით.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...