მთავარისიახლეებირეგიონებიმუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურულ პროექტებს დამოუკიდებლად კიდევ სამი წელი ვერ განახორციელებენ

მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურულ პროექტებს დამოუკიდებლად კიდევ სამი წელი ვერ განახორციელებენ

Published on

მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურულ პროექტებს კიდევ სამი წელი ვერ განახორციელებენ  – მათ  ეს შეზღუდვა „ადგილობრივი თვითმმართველობების“ კოდექსით 2018 წლის 1 იანვრამდე უნდა ჰქონოდათ, თუმცა პარლამენტში წარდგენილი შესაბამისი კანონპროექტით, ეს ვადა 2021 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს.
 
კერძოდ, რეგიონებში, აუცილებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მუნიციპალიტეტის ინიციატივით და მთავრობის დავალებით, ისევ ცენტრალური ხელისუფლება, კერძოდ კი ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.
 
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტების რესურსებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით, საკმაოდ რთულია მუნიციპალიტეტმა დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებითა და სახსრებით განახორციელოს ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის ყოფითი პირობების გაუმჯობესებისთვის. ასევე, ტურიზმის განვითრებისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის.

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...