მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმში, "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ

ბათუმში, “ლეოგრანდში” ხანძრის შედეგად გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ

Published on

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ.
ხუთ გარდაცვლილს რამდენიმე წუთში ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.
 
დღის 14:00 საათზე მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი ჩაატარებს. გარდაცვლილებს ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ, რის შემდეგაც დაკრძალავენ. 
სასტუმრო "ლეოგრანდში" დაღუპული საქართველოს მოქალაქეების დაკრძალვის ხარჯებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გაიღებს, ხოლო თითოეული გარდაცვლილის ოჯახს 10 000 ლარი გადაეცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის აპარატში გამართულ მთავრობის საგანგებო თათბირზე მიიღეს.
 
"ყველანი შეძრულები ვართ იმ ტრაგედიით, რაც ჩვენს ქალაქში მოხდა. ეს იყო ურთულესი წუთები, რომლებიც ყოველთვის დარჩება ჩვენი ქალაქის ისტორიაში და ყოველთვის გვემახსოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს ობიექტური სიმართლე და გავიგოთ, თუ რა გახდა ამ დიდი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი", – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ

 
ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა. 
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
 

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...