მთავარისიახლეებისაზოგადოებასხვადასხვა სოციალური პრობლემების მოგვარების მოთხოვნით ჭუბერში მოსახლეობამ ცენტრალური გზა გადაკეტა

სხვადასხვა სოციალური პრობლემების მოგვარების მოთხოვნით ჭუბერში მოსახლეობამ ცენტრალური გზა გადაკეტა

Published on

ხმაური, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ჭუბერში. მოსახლეობა მესტიის გამგებელს დაუპირისპირდა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.მოსახლეობას კი ჭუბერი-ნენსკრას დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი აქვს გადაკეტილი. ადგილობრივები სხვადასხვა სოციალური პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.მათი მთავარი მოთხოვნა კი ელექტროსადენებისა და ბოძების მოწესრიგებაა, ასევე, ერთი წლის წინ, სტიქიის დროს, დაზიანებული სოფელი ჭუბერისა და ნენსკრას დამაკავშირებელი ხიდის აღდგენაა.მოსახლეობა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს. მათი თქმით, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტომობილების მოძრაობა აღდგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება.

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...