მთავარისიახლეებიკულტურა„პრეისტორიული კლდის ხელოვნება“ - საქართველო ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტის სრულუფლებიანი წევრი გახდა

„პრეისტორიული კლდის ხელოვნება“ – საქართველო ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტის სრულუფლებიანი წევრი გახდა

Published on

საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების „პრეისტორიული კლდის ხელოვნების“ მარშრუტის სრულუფლებიანი წევრი გახდა.  ქვეყნის სახელით, ევროპული უწყების წევრობის სტატუსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა. 
 
 საქართველო პრეისტორიული ხელოვნების ევროპული მარშრუტის მე-8 სრულუფლებიანი წევრია იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, ირლანდიის, ნორვეგიისა და აზერბაიჯანის შემდეგ, წევრობის კანდიდატის სახით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტის ფორუმზე მიმდინარე წლის 16-18 ნოემბერს წარსდგა, რომელიც ესპანეთში ტრიგუეროსში ჩატარდა. 
 
„პრეისტორიული კლდის ხელოვნების“ მარშრუტში პირველ ეტაპზე საქართველო თრიალეთის (პატარა ხრამი) პეტროგლიფების კომპლექსით იქნება წარდგენილი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უკვე აქვს მინიჭებული. 
 
თრიალეთის პეტროგლიფები მდებარეობს ქვემო ქართლში, დაბა წალკასთან. ფსევდოტერასების მეოთხე ლავური ნაკადის ფუძეში წარმოქმნილია მღვიმეები, რომელთა შორის მოქცეულ კლდის გაშიშვლებულ ზედაპირზე, ანდეზიტ-ბაზალტის არათანაბარ გლუვ მონაკვეთებზე, ხავსისა და მღიერების ქვეშ აღმოჩნდა გეომეტრიული, ზოომორფული და ანთროპომორფული გრავირებული გამოსახულებები – პეტროგლიფები. პეტროგლიფები კლდის მასივზე დაჯგუფებულია პატარ-პატარა პანოების სახით. სულ ექვსი ამგვარი პანო გამოიყოფა. 
 
 
პეტროგლიფების ნიმუშები  აღმოჩენილია ძველი კოლხეთის ტერიტორიაზეც, მათ შორის ხვამლის მთაზე. 
 

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...