მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრეზიდენტის ადმინისტრაცია და ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის ფარსში მონაწილეობაზე უარს...

პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის ფარსში მონაწილეობაზე უარს ამბობს

Published on

დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიამ ბოლო შეხვედრა გამართა საკონსტიტუციო  ცვლილებების საყოველთაო განხილვის ფარგლებში.
შეხვედრას, ისევე როგორც წინამორბედ განხილვებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი არ დასწრებია. შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა  ოპოზიციამაც. 
 
„დღეს  მოწვეული იყო  ყველა კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენელი, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თუმცა, მათ უარი განაცხადეს სხდომაში მონაწილეობაზე, რაც არის ძალიან სამწუხარო,  ამ პროცედურის მიმართ ასეთი დამოკიდებულების გამომჟღავნება არის ჩვენთვის სრულიად მიუღებელი,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 
მისი განმარტებით,  კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე ხორციელდება. საუბარია  5 ძირითად ცვლილებაზე,  ამ ცვლილებების მიხედვით,  2020 წელს ბლოკები დაიშვება, ე.წ. ბონუსის სისტემა გაუქმდება. ასევე ცვლილებები ეხება კონსტიტუციაში არსებულ რელიგიურ ჩანაწერსა და საკონსტიტუციო სასამართლოს. 
 
"ეს იყო ალბათ ბოლო შეხვედრა. თუ კიდევ დაისმება კონკრეტული შეკითხები, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ისევ გაიმართოს შეხვედრა. დღეს იყო ბევრი ტექნიკური საკითხი განსახილველი. იყო საუბარი ტერმინ ხმოსნებზე, რომელიც ქილკის საგანი გახდა და გადაწყდა, რომ შეიცვლება ტერმინოლოგია. იუსტიციის მინისტრს ჰქონდა მოსაზრება, რომ პერსონალური მონაცემებთან დაკავშირებით გარანტიები გაიზარდოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამ განხილვებში არმონაწილეობა ნიშნავს იმ პოლიტიკის და ბოიკოტის გაგრძელებას, რომელსაც ისინი კონსტიტუციის წინააღმდეგ ატარებენ," განაცხადა მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
 
ოპოზიციისთვის, კერძოდ    და "ნაციონალური მოძრაობისა"და "ევროპული საქართველოსთვის" მიუღებელი რჩება კონსტიტუციის მიხედვით საარჩევნო ბლოკებში აკრძალვა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მხოლოდ 2024 წლიდან გადასვლა. ამიტომ  საყოველთაო განხილვას პროტესტის ნიშნად  არ ესწრება.
.„ამ ფარსში ჩვენ მონაწილეობას არ ვაპირებთ. მათ აქვთ ერთპარტიული კონსტიტუცია და თვითონ შეუძლიათ ცვალონ ისე, როგორც მოეპრიანებათ,“ – განაცხადა ფრაქცია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა სერგი კაპანაძემ 
 
 
 

 
 
 
 
 
 

სიახლეები

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...

გახარიას პარტიის შუამდგომლობა, ჩორჩანას საკითხზე ივანიშვილისა და “ოცნების” მაღალჩინოსნების მოწმედ დაბარებაზე, საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა

"მათი დაკითხვა არის არარელევანტური, ხელს არ შეუწყობს საქმის ეფექტურად განხილვას და ზოგადად, უდაო ფაქტთან...

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია მაჩადო დევნილობის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მარია კორინა მაჩადო 25 ოქტომბერს ქვეყანაში...

პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურის დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს

საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით...