მთავარისიახლეებიგარკვევით ვიცით, რომელ მხარეს დგას ქართველი ხალხი, ეს გამოიხატება უკრაინის მიმართ სოლიდარობაში...

გარკვევით ვიცით, რომელ მხარეს დგას ქართველი ხალხი, ეს გამოიხატება უკრაინის მიმართ სოლიდარობაში – დეგნანი

Published on

საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი ამბობს, რომ ნათელია რომელ მხარეს დგას ქართველი ხალხი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში. მისი თქმით, ეს გამოიხატება უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობაში, რომელსაც ქართული საზოგადოება აჩვენებს.

“ჩვენ გარკვევით ვიცით, რომელ მხარეს დგას ქართველი ხალხი ვფიქრობ, ნათელია ის მხარე, რომელიც ქართველ ხალხს უკრაინის წინააღმდეგ ომში უკავია და ეს გამოიხატება უკრაინელი ხალხის მიმართ მათ სოლიდარობაში. უკრაინა იბრძვის სუვერენიტეტისთვის, ტერიტორიული დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის, ის იბრძვის არსებობისთვის, იდენტობისთვის. ყველაფერი ის, რაც ქართველმა ხალხმა კარგად იცით რუსული აგრესიიდან მიღებული საკუთარი გამოცდილებიდან, გამოცდილებიდან რომელიც თქვენ მიიღეთ, როცა რუსეთი თქვენი იდენტობის, ტერიტორიის, სუვერენიტეტის წართმევას ცდილობდა”, – თქვა კელი დეგნანმა.

ელჩმა აღნიშნა, რომ ესმით თითოეული ქართველის, ვისაც სურს გარკვეული წვლილი შეიტანოს უკრაინის დახმარებაში.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...