უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში საეჭვო პაკეტები და კონვერტები საზღვარგარეთ მოქმედ უკრაინის საელჩოებსა და საკონსულოებში კვლავ იგზავნება.
მინისტრის თქმით, სულ 15 ქვეყანაში უკრაინის საელჩოებსა და საკონსულოებში 31 საეჭვო ამანათი შევიდა. რა იყო ბოლო კონვერტებში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია.
“ყველა კონვერტს აქვს ერთი და იგივე გამგზავნის მისამართი: Tesla-ს დილერი, გერმანიის ქალაქი სინდელფინგენი. ჩვეულებრივ, გადაზიდვა მოდიოდა საფოსტო ოფისებიდან, რომლებიც არ იყო აღჭურვილი ვიდეოთვალთვალის სისტემებით. თავდამსხმელებმა მიიღეს ზომები, რათა არ დაეტოვებინათ მათი დნმ-ის კვალი შეკვრაზე…
მე არ მახსენდება ისტორიაში შემთხვევა, როდესაც ერთი ქვეყნის ამდენი საელჩო და საკონსულო გამხდარიყო ასეთი მასიური თავდასხმების მსხვერპლი ასეთ მოკლე დროში” აღნიშნა კულებამ Facebook-ზე.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა დიპლომატებმა მიიღეს ამანათი, რომელშიც “ცხოველის თვალები” იყო.