მთავარისიახლეებიმსოფლიოჩელიაბინსკში რადიაციული ღრუბელი დგას - 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო დასხივების სასიკვდილო...

ჩელიაბინსკში რადიაციული ღრუბელი დგას – 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო დასხივების სასიკვდილო დოზა

Published on

 ჩელიაბინსკში რადიაციული ღრუბელი დგას – 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა რუთენიუმ 106-ით დასხივების სასიკვდილო დოზა მიიღო. დაბინძურების ზონა ალყაშემორტყმულია – ქალაქიდან გამოსვლა შეუძლებელია. – ინფორმაცია  ამის შესახებ თითქმის ერთი თცეა მუსირებს უცხოეთის მედიაში. 
 
ევროპის თავზე რადიაციულ ღრუბელზე ფრანგული ინსტიტუტი (IRSN) 9 ნოემბერს იუწყებოდა.
 
ჰაერში რადიოაქტიური ნივთიერებების მატება გერმანიის გარემოს დაცვის უწყებამ (Bundesamt für Strahlenschutz, BfS) ოქტომბრის დასაწყისში დააფიქსირა. გამოითქვა ვარაუდი, რომ , გაჟონვა რუსეთის ან ყაზახეთის ტერიტორიაზე მოხდა, რადიაციული ღრუბელი ურალის მთების სამხრეთში წარმოიქმნა და რუთენიუმ 106 ჰაერში სავარაუდოდ ბირთვული საწვავის გადამუშავების ადგილზე ავარიის შედეგად ან რადიოაქტიური მედიცინის ცენტრიდან მოხდა, რადგან ნაკლებ სავარაუდოა ბირთვული რეაქტორის ავარია, საიდანაც ასეთ შემთხვევაში სხვა რადიოაქტიური ელემენტებიც გავრცელდებოდა.
 
რამდენიმე კვირიანი დუმილისა და უარყოფის შემდეგ, რუსეთმა დაადასტურა, რომ მათაც დააფიქსირეს ევროპის უდიდესი ნაწილის თავზე მოტივტივე იდუმალებით მოცული რადიაციული ღრუბელი, რომელსაც განსაკუთრებით რადიაციული დაბოლება რუსეთში, ურალის მთების თავზე აქვს და აქ რადიოაქტიურ იზოტოპ რუთენიუმ-106-ის დოზა თითქმის 1000-ჯერ მაღალი დონე ნორმასთან შედარებით.
 
ამ დრომდე, რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ არ იყვნენ ინფორმირებული მათ ტერიტორიაზე რაიმე ბირთვული ავარიის შესახებ; გამოსცეს სპეციალური განცხადებაც, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „რუსეთის ბირთვული ინდუსტრიის არც ერთ საწარმოს არ დაუფიქსირებია რადიაციის ნორმისთვის გადაჭარბება“, მაგრამ ამჯერად, რუსეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა „როსჰიდრომეტმა“ პირველად აღიარა საფრანგეთის რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ინსტიტუტის (IRNS) მიერ გაკეთებული აღმოჩენები. თუმცა  ისევ დაჟინებით აცხადებს, რომ ტალღა მისი ტერიტორიიდან არ გავრცელებულა და იქვე აფიქსირებს, რომ რადიაციის მაღალი დონის არსებობა იტალიის, რუმინეთისა და უკრაინის თავზე, სწორედ ამ ქვეყნების პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.
 
 მიუხედავად იმისა, რომ რადიაციის დონე ყველაზე ძლიერი ჩელიაბინსკის რეგიონში, ყაზახეთის საზღვრის სიახლოვესაა, IRNS-ის გამოძიების მიხედვით, „გავრცელების ყველაზე სავარაუდო ზონა გადაჭიმულია ვოლგასა და ურალს შორის“, რუსეთში, საიდანაც რადიაციული ღრუბელი ევროპის უმეტეს ნაწილში ვრცელდება.
 

სიახლეები

თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს

"თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ?" - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა...

ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში...

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...