მთავარისიახლეებისაზოგადოებამოკვდება ციხეში, ეს იქნება უპატიებელი, ამის საზღაურს მიიღებს ყველა - გიგი უგულავა

მოკვდება ციხეში, ეს იქნება უპატიებელი, ამის საზღაურს მიიღებს ყველა – გიგი უგულავა

Published on

“ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც მიხეილს სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქცია იმართება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა იმყოფება.

გიგი უგულავამ “მთავართან” საუბრისას თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამიტომ ის საპატიმროდან უნდა გათავისუფლდეს.

“ეს არის ქართული ოცნება, უსინდისობის, უტიფრობის, ცივსისხლიანობის და სიმხდალის ნაზავი. ეს ეპითეტები გაზავებულია სიმხდალეში, რასაც ესენი აკეთებენ მხოლოდ მშიშარა ადამიანებს შეუძლიათ. გუშინ კობახიძისგან მოვისმინეთ, რომ სააკაშვილს იმიტომ არ ათავისუფლებენ, რომ შეიძლება ქვეყანა არიოს. ეს არის პირდაპირ ივანიშვილს სიტყვები – ეს არის შეშინებული, მხდალი, ჩასვრილი ადამიანების, რომელიც ქვეყნისთვის მართლა არის სახიფათო.

ამიტომ სააკაშვილი ყველა ვარიანტში გათავისუფლდება, მაგრამ ის თავისი ჯანმრთელობით იხდის თავისუფლების ფასს, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს ქუჩაში გამოსვლა და ამის გაპროტესტება და ხმის ამოღება იმიტომ გვჭირდება, რომ ჩვენ საზოგადოებად დავრჩეთ, შევდგეთ საზოგადოებად და სახელმწიფოდ. ეს ჩვენ გვჭირდება ადამიანებს და არა მიხეილს სააკაშვილს. მიხეილ სააკაშვილს სჭირდება სასწრაფოდ გადაყვანა რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს და ქვეყანამ უფსკრულში არ ამოყოს თავი, როგორც 30 წლის წინ ვიყავით, ამის საფრთხე არის რეალური.

განსაკუთრებით მთავრობას ეხება ეს და იმ ხალხს, ვინც მთავრობას აგიჟებს ამით, რომ სააკაშვილი რომ გაუშვან ახლა ქვეყანა ამოყირავდება. სიცრუეა – ეს ადამიანი უნდა გათავისუფლდეს იმიტომ რომ კვდება და თუ მოკვდება ციხეში, ეს იქნება უპატიებელი, ამის საზღაურს მიიღებს ყველა, ვინც ამაში მონაწილეობას იღებს პირდაპირ თუ ირიბად”, – თქვა გიგი უგულავამ.

სიახლეები

მიხეილ ყაველაშვილმა 159 პირი შეიწყალა

ოლიგარქის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა. არიან თუ არა შეწყალებულთა შორის...

რეზო კიკნაძე-ისეთია ხალხია ციხეში, თავს დამნაშავედ ჩავთვლი, გარეთ რომ ვიყოთ ჩვენ

რეზო კიკნაძემ სინდისის პატიმრების მშობლებს დაურეკა, რომლებიც დილიდან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფებიან და ყაველაშვილის...

მეუფე იაკობი “ოცნებას” მოუწოდებს, დაიწყოს შერიგების პროცესი ეკლესიის შუამავლობით

ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა. მეუფე...

იტალიამ რუსეთიდან გამოსული გემი დააკავა, რომელმაც, სავარაუდოდ, სანქციების რეჟიმი დაარღვია

იტალიის ფინანსურმა პოლიციამ 17 იანვარს შავი ზღვის რუსული ტერიტორიული წყლებიდან ბრინდიზის პორტში შესული გემი...