მთავარისიახლეებისპორტიზუგდიდის საფეხბურთო გუნდი "ზუგდიდი" ეროვნულ ლიგაში ერთი რანგით დაქვეითდა

ზუგდიდის საფეხბურთო გუნდი “ზუგდიდი” ეროვნულ ლიგაში ერთი რანგით დაქვეითდა

Published on

ზუგდიდის საფეხბურთო გუნდი "ზუგდიდი" ეროვნულ  ლიგაში ერთი რანგით დაქვეითდა.
 
იმისთვის, რომ ზუგდიდელებს ადგილი შეენარჩუნებინათ, გასვლით მატჩში მარტვილის "მერანი" უნდა დაემარცხებინათ  მაგრამ თამაშიწააგეს. 
ამრიგად, ლიგის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე გაირკვა   იმ გუნდის ვინაობა, რომელიც   მესამე ლიგაში გადაინაცვლებს. ეს ,,ზუგდიდის'' უკვე ზედიზედ მეორე დიდი წარუმატებლობაა: გუნდმა  უმაღლესი ლიგა გასულ სეზონში დატოვა, ახლა კი სულაც მესამელიგაში გადაინაცვლა. 
 
ფლეი-ოფის საგზური მოიპოვა და ამით  ეროვნულ ლიგაში დარჩენის შანსი შეინარჩუნა  "მეშახტემ" , რომელიც ბოლო ტურამდე ბოლო ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ  ბოლო ტურში, ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონი "რუსთავი" მინიმალური სხვაობით დაამარცხა 
ლანჩხუთის "გურია" იქნება მეორე გუნდი, ვინც ფლეი-ოფიდან ეცდება ლიგაში ადგილის შენარჩუნებას. ზედა სამეულის ვინაობა კი დიდი ხნით ადრე გახდა ცნობილი.
 
რუსთავის "რუსთავი" ეროვნულ ლიგა 1-ში აღზევდა, ხოლო იქ მოსახვედრად ფლეი-ოფიდან მარტვილის "მერანი" და ბოლნისის "სიონი" იბრძოლებენ. გარკვეულია, რომ ბოლნისელები ბათუმის "დინამოს" დაუპირისპირდებიან, ხოლო მარტვილელების სავარაუდო მეტოქე, ან ფოთის "კოლხეთი" ან ქობულეთის "შუქურა" იქნებიან. თუ ორივე მათგანი შეძლებს ბოლო ტურში გამარჯვებას, მაშინ "მერანი" ფოთის "კოლხეთს" დაუპირისპირდება, ხოლო თუ ფოთელები წააგებენ, ხოლო ქობულეთელები მოიგებენ, მეგრული გუნდის მეტოქე "შუქურა" იქნება.
 
ფლეი-ოფის შეხვედრები 29 ნოემბერსა და 3 დეკემბერს გაიმართება. 

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...