მთავარისიახლეებისაზოგადოებააქციას მელია შეუერთდა

აქციას მელია შეუერთდა

Published on

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები “ქართული ოცნების” ოფისთან მსვლელობით მივიდნენ. აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, მედიკოსები და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები. “ოცნების” ოფისთან იმყოფება “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელიაც.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა. აქცია ენმ-ის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა დააანონსა.

ოჯახის, ადვოკატებისა და ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. გარდა ამისა, გუშინ 2 დეკემბრეს გასაჯაროვდა ამერიკელი ექსპერტების დასკვნა. ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი და დარიშხანია აღმოჩენილი. დასკვნის ავტორი დევიდ სმიტი აღნიშნავს იმასაც, რომ ნივთიერებები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ციხეში შესვლის შემდეგ მოხვდა.

ამ დასკვნის საფუძველზე ადვოკატები სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას დააყენებენ.

სიახლეები

ჰონგკონგში, კორპუსებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 13-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის...

ყველა ბრალს ვაღიარებ, ოღონდ ის ათეულობით ადამიანი გამოუშვით, ვინც ღობეს ხელი მოკიდა – ზოდელავა

მზად ვარ, ყველა მუხლის აღიარებაზე, ოღონდ ეს ათეულობით ადამიანი, ვიღაცამ რომ ღობეს ხელი მოკიდა,...

შელახული ღირსების აღდგენის გამოსავალი წყლის ძალაში ვნახე – ნიკა მელია

შვანგირაძეს არ გამოუვლენია მინიმალური დაინტერესებაც კი, თუ როგორ აღმოვჩნდი გალიაში, შელახული ღირსების აღდგენის გამოსავალი...

ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

სასამართლომ ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ...