მთავარისიახლეებიიმის თქმა, რომ ეკონომიკა ყვავის არაა სასარგებლო ქვეყნისთვის, სადაც პრესის თავისუფლება გარანტირებული...

იმის თქმა, რომ ეკონომიკა ყვავის არაა სასარგებლო ქვეყნისთვის, სადაც პრესის თავისუფლება გარანტირებული არაა – ევროპარლამენტარი

Published on

ევროპარლამენტარი, იოაჰიმ კუსი “მთავარ არხთან” საუბრისას ამბობს, რომ მათ სურთ საქართველოში ხალხს ჰქონდეს მეტი თავისუფლება, მეტი შესაძლებლობები. მისი განცხადებით, საქართველოს პრორუსული ხელისუფლება ჰყავს.

ევროპარლამენტარის თქმით, იმის თქმა, რომ ეკონომიკა ყვავის არ არის სასარგებლო ქვეყნისთვის, სადაც პრესის თავისუფლება გარანტირებული არაა.

“ჩვენ არ შევცვლით კომისიას და არც პოლიტიკას ამასთან დაკავშირებით. საქართველოში ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ გვინდა, მათ ჰქონდეთ მეტი თავისუფლება, მეტი შესაძლებლობები. საქართველოში მყოფმა ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ეს რთული იქნება, იმიტომ რომ სიტუაცია უარესდება, ამიტომ დიდ იმედებს ვერ მოგცემთ ამასთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაზეც ცოტათი ვნერვიულობ არის ის, რომ ევროკომისია საქართველოსთან მიმართებაში არ ატარებს იმავე პოლიტიკას, როგორსაც მოლდოვისა და უკრაინის მიმართებაში, არადა უკრაინასა და მოლდოვაშიც იგივე სიტუაციაა, რაც საქართველოში, იმ განსხვავებით რომ იმათ პრორუსული ხელისუფლება არ ჰყავთ. სხვა მხრივ სიტუაცია იგივეა და მათაც ჰყავთ ოლიგარქები. ვფიქრობ ეს განცხადება არ იყო სასარგებლო. ის იყო როგორც ძილისმომგვრელი საშუალება, რომელიც “ქართულ ოცნებას” მისცეს, რომ უფრო დიდხანს იძინოს. ეკონომიკური სიტუაცია ერთი საკითხია, მაგრამ მას არაფერი აქვს საერთო პოლიტიკურ თავისუფლებასთან. შეიძლება გქონდეთ ეკონომიკური წარმატებები, როგორც ჩინეთშია, მაგრამ ამავე დროს იყოს მჩაგვრელი სისტემა. ასე რომ იმის თქმა, რომ ეკონომიკა ყვავის არ არის სასარგებლო ქვეყნისთვის, სადაც პრესის თავისუფლება გარანტირებული არ არის”, – ამბობს კუსი.

ცნობისთვის, ბრიუსელში გუშინ კონფერენცია გაიხსნა, სადაც ოლიგარქებსა და რუსულ კავშირებზე მსჯელობდნენ.

სიახლეები

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...

ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებს – ოპოზიცია “ლელოს” და გახარიას გუნდს მიმართავს

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც გუშინ საკუთარი საბოლოო გადაწყვეტილება გააჟღერეს და განაცხადეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას...

ვანო ნადირაძეს დღეს დაკრძალავენ

ომის ვეტერანს, უკრაინის სპეციალური ოპერაციული ძალების ქართული ჯგუფის ხელმძღვანელს და ვიცე-პოლკოვნიკს ვანო ნადირაძეს დღეს...