მთავარისიახლეებიომბუდსმენის თქმით, პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა

ომბუდსმენის თქმით, პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა

Published on

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, მან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტს მიაწოდა.

ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივა მედში 28 ნოემბერს მოინახულა. შეხვედრის შემდეგ, მან თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა “მკვეთრად გაუარესებულია” და ეს ვიზუალურადაც ჩანს.

ომბუდსმენის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქმის კურსში არიან და კონტაქტი აქვთ ექსპერტთა ორგანიზაციასთან.

“სალომე ზურაბიშვილს მივაწოდე ინფორმაცია ჩემი შთაბეჭდილებების შესახებ და ინფორმაცია, რაც ვნახე ვივა მედში. მან მითხრა, რომ ის არის კონტაქტზე, მისი წარმომადგენლები ექსპერტთა ორგანიზაციასთან, ქალბატონი მაკა ჯიშკარიანის ორგანიზაციასთან [კონტაქტზე არიან], საქმის კურსში არიან, თვალყურს ადევნებენ და მადლობა გადამიხადა მიწოდებული ინფორმაციისთვის”, – თქვა, ნინო ლომჯარიამ.[“ფორმულა”]

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ნინო ლომჯარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი დასუსტებულია და თავად ექიმებიც აღიარებენ, რომ მის დინამიკაში ნევროლოგიური თუ სხვა მიმართულებით გაუმჯობესება არ შეინიშნება.

“ორი დღის წინ მოვინახულე პირადად, არ ვარ ექიმი და კონკრეტულ დიაგნოზს ვერ დავსვამ, მაგრამ მე პირადად ვიხილე ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფი, ისეთ მდგომარეობაში, რომელსაც პირადად მე ვერც წარმომედგინა რომ ვნახავდი, არ ველოდი, რომ სიტუაცია იქნებოდა ასეთი მძიმე, იქნებოდა ასე დასუსტებული ფიზიკურად და თავად ექიმებიც ადგილზე აღიარებენ, რომ მისი დინამიკა ნევროლოგიური თუ სხვა მიმართულებით, ანუ გაუმჯობესება არ შეინიშნება. ეს არის ავადმყოფი, რომელსაც აქვს მკვეთრი შემცირება წონაში, არ შეუძლია მოძრაობა, სიარული, უჭირს საუბარი, არის უენერგიოდ, აქვს სიცხეები და არ ვიცი, რა ჰქვია დიაგნოზით ამ მდგომარეობას, მაგრამ მე ვნახე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი”, – თქვა ლომჯარიამ.

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...