მთავარისიახლეებისაზოგადოებაუმრავლესობიდან ვინმე რომ შევიდეს მიხეილ სააკაშვილთან, დარწმუნდებიან რა რთული ვითარება - ლომჯარია

უმრავლესობიდან ვინმე რომ შევიდეს მიხეილ სააკაშვილთან, დარწმუნდებიან რა რთული ვითარება – ლომჯარია

Published on

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რომელმაც მესამე პრეზიდენტი კლინიკაში გუშინ მოინახულა “ქართული ოცნების” წევრებზე ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს საკუთარი თვალით ნახავენ, დარწმუნდებიან რა რთული ვითარებაა. ამ თემაზე მან “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი პატიმრის ჯანმრთელობაზე იზრუნოს და მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შესაბამისი ზომები მიიღოს.

“მინდა ყველას ვუთხრა, რომ სიტუაცია არის ნამდვილად რთული. ერთი ან ორი წარმომადგენელი უმრავლესობიდან რომ შევიდეს, უბრალოდ ინტერესის გამო და მოინახულოს პატიმარი სააკაშვილი, ვფიქრობ, რომ ისინი საკუთარი თვალით დარწმუნდებიან რა რთული ვითარებაა და შემდეგ, ალბათ არ ჩავარდებიან თუნდაც ადამიანურად უხერხულ მდგომარეობაში ამ განცხადებების გამო. ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ალტერნატიულ გზებზე და მექანიზმებზე, ფაქტია, რომ მის ხელში მყოფი პაციენტის მდგომარეობა უარესდება და რაც მოხდა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი თვეებია კლინიკა “ვივა მედშია” გადაყვანილი, თუმცა ოჯახიც, ადვოკატებიც და ექიმთა ნაწილიც ამბობს, რომ მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხდება. 28 ნოემბერს მესამე პრეზიდენტს სასამართლოზე დასწრების სურვილი ჰქონდა, თუმცა “ვივა მედის” ექიმებმა ტრანსპორტირებაზე რეკომენდაცია არ გსაცეს

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...