მთავარისიახლეებისაზოგადოება"ოცნების" ჩატში დადეს მიხეილ სააკაშვილის ფოტო უმძიმეს მდგომარეობაში - ეკა კვესიტაძე

“ოცნების” ჩატში დადეს მიხეილ სააკაშვილის ფოტო უმძიმეს მდგომარეობაში – ეკა კვესიტაძე

Published on

“მთავარი არხის” ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ეკა კვესიტაძის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” წევრებმა პარტიის შიდა ჩატში მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაავრცელეს, რომელზეც ჩანს, როგორ გამოიყურება ამჟამად მესამე პრეზიდენტი.

კვესიტაძის თქმით, ხელისუფლებას არ სურს, რომ საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იხილოს.

“გუშინ, მე პირადად მთხოვეს, რომ მოვსულიყავი აქ, ეს იყო მიხეილ სააკაშვილის თხოვნა. ვიცით, რომ როცა ის სხდომებზე დადიოდა ის ითხოვდა სხვადასხვა ადამიანის დასწრებას სასამართლოზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მას დღეს მკაფიოდ ჰქონდა გადაწყვეტილი სასამართლო პროცესზე მოსვლა, მას უნდოდა სასამართლო პროცესზე მოსვლა, მას ეს კონსტიტუციური უფლება წაართვეს და დღეს მოსამართლემ გამოაცხადა, რომ თურმე ექიმმა მას არ მისცა უფლება მოსულიყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მე მინდა ახლა ვიკითხო, ანუ მიხეილ სააკაშვილი არის ისე ცუდად, რომ ქართული ოცნება ვერ ბედავს მის გამოჩენას, ესაა ფაქტი.

მე ჩემი წყაროებიდან ისიც ვიცი, რომ ქართული ოცნების ცნობილ ჩატში დადეს მიხეილ სააკაშვილის ფოტო უმძიმეს მდგომარეობაში. ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის უმძიმეს მდგომარეობაშია, ამ ფოტოს ავრცელებენ ისინი და ამბობენ, რომ არ შეიძლება ის ამ მდგომარეობაში ეჩვენოს, თორემ ხელისუფლებისთვის ამას მძიმე შედეგები ექნება”, – თქვა ეკა კვესიტაძემ.

კვესიტაძის თქმით, ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ, როგორ გამოიყურება მესამე პრეზიდენტი.

ცნობისთვის, დღეს 15:00 საათზე საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. სხდომაზე დასწრების სურვილი ჰქონდა თავად მიხეილ სააკაშვილს, თუმცა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ექიმებმა ამის რეკომენდაცია არ გასცეს.

ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო.

სიახლეები

თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის...

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და...

საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების...

ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო...