მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დარიშხანიც აღმოჩნდა - ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დარიშხანიც აღმოჩნდა – ადვოკატი

Published on

სამ საათში მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს დარბაზში მიიყვანენ. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფმა დაპატიმრებულმა მესამე პრეზიდენტმა ჩვენება მოსამართლეს ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე უნდა მისცეს. სავარაუდოდ მას დარბაზში სპეციალური ეტლით შეიყვანენ, რადგან მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია. რამდენიმე თვის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ხალხი ნახავს, როგორ გამოიყურება კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პრეზიდენტი.

პარალელურად დღესვე საქართველოში ელოდებიან საბოლოო ტოქსიკოლოგიურ დასკვნას შეერთებული შტატებიდან. ცნობილია რომ ნიმუშებში აღმოჩენილია კიდევ ერთი მომაკვდინებელი შხამი – დარიშხანი.

“ფრჩხილის ანალიზები ჯერ არ ჩამოსულა, დღეს ჩამოვა, მაგრამ სატელეფონო საუბრით, გაირკვა, რომ კიდევ ახალი ნივთიერება, დარიშხანი ამოუვიდა კვლევის შედეგად” ამბობს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

შეგახსენებთ, აქამდე არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი იყო სამი მძიმე მეტალი. ინფორმაცია “ემპათიას” ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა გასულ კვირას გაავრცელა. როგორც ჯიშკარიანი ამბობდა, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მესამე პრეზიდენტის თმის ღერში აღმოჩენილი იყო ვერცხლისწყალი, ბისმუტი და ბარიუმი.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...