მთავარისიახლეებისაზოგადოებასისულელეების ლაპარაკის და სასამართლოების დრო არ არის - მარიამ ჯიშკარიანი პრეზიდენტს სააკაშვილის...

სისულელეების ლაპარაკის და სასამართლოების დრო არ არის – მარიამ ჯიშკარიანი პრეზიდენტს სააკაშვილის სასწრაფოდ შეწყალებისკენ მოუწოდებს

Published on

მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, რუსთავის ციხეში მოიწამლა. ეჭვებს საერთაშორისო ტოქსიკოლოგების ვარაუდი ამყარებს.

ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარინი მესამე პრეზიდენტის უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობს და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ შეწყალებისკენ მოუწოდებს.

ჯიშკარიანი პირდაპირ ამბობს, რომ სისულელეების ლაპარაკის და სასამართლოების დრო არ არის, რადგან ბრალებული პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია.

მე მინდა ხელისუფლების საყურადღებოდ განვაცხადო, რომ ჩვენ გუშნ შევიკრიბეთ ექსპერტთა ჯგუფი მიმდინარე ჯანმრთელობაზე მიხეილ სააკაშვილის გვქონდა მსჯელობა. ექსპერტთა ჯგუფი მივიდა მყარ დასკვნამდე, რომ ძალიან დიდი ალბათობით და შემდგომ მტკიცებულებებს კიდევ ველოდებით, მიხეილ სააკაშვილი არის ინტოქსიკაციის მსხვერპლი. იგი დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და შესაძლებელია, სიკვდილის მცდელობასაც და მოვუწოდებ ახლა აქედან მე სალომე ზურაბიშვილს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის მიიღოს ზომა და დღესვე შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ასევე მოვუწოდებ ხელისუფლებას, სისულელეებზე საუბარს თავი დაანებოს, საკითხი არის ძალიან სერიოზული და სანამ არ მომხდარა დიდი სკანდალი, მოვუწოდებ, მიიღონ ზომა და სასწრაფოდ, დღესვე გადაყვანილი იქნას მიხეილ სააკაშვილი შარიტეს კლინიკაში მომდევნო დიაგნოსტიკისთვის და მკურნალობისთვის. შესაძლებელია დადგეს სავალალო შედეგი წუთი წუთზე და შესაბამისად, დრო გართობის და სასამართლოების მემგონი, ახლა არ არის. მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯი, დღესვე შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, ვინაიდან მისი სიციცხლე საქართველოს ციხეთა სისტემაში არის საფრთხის ქვეშ. მე ვსმჯელობ ფაქტებით და ამ ფაქტებით მდგომარეობა ასეთია, რომ კლინიკური სურათი იძლევა ინტოქსიკაციის დიდ ალბათობას და რაც შეეხება დასკვნას, თმის ღერში აღმოჩენილია სამი მძიმე მეტალი, – თქვა ჯიშკარიანმა.

მესამე პრეზიდენტის სავარაუდო მოწამვლის ფაქტიდან მინიმუმ 6 თვე უკვე გავიდა. ეს ის პერიოდია, როცა სააკაშვილი ციხიდან “ვივა-მედში” გადაიყვანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში ახლა მძიმე მეტალებისა და არასასურველი ნივთიერებების აღმოჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად, დღეს რომ ექსპერტიზა ჩატარდეს ტოქსიკოლოგები ვერაფერს აღმოაჩენენ.

ექსპერტიზის ჩატარების ბერკეტი ჰქონდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჯერ კიდევ 8 თვის წინ ჰქონდა, თუმცა მაშინ სააკაშვილამდე ტოქსიკოლოგები არ მისულან.

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...