მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის კანდიდატურას სავარაუდოდ დღეს დაასახელებს

საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის კანდიდატურას სავარაუდოდ დღეს დაასახელებს

Published on

დაუჭერს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა მხარს სახალხო დამცველის პოზიციაზე მესამე სექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან რომელიმეს, სავარაუდოდ, დღეს უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.
გუშინ პარლამენტში გამართული კონსულტაციების შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საუკეთესო ვარინატი იქნება, თუკი კანდიდატურას არასამთავრობოების მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან შეარჩევენ."უახლოეს დღეებში დასახელდება სახალხო დამცველის კანდიდატი, შემდეგ კვირაში არჩეული იქნება ერთი კანდიდატი. კანდიდატურის შერჩევის ობიექტური კრიტერიუმებია მიუკერძიებლობა, კვალიფიკაცია და ადამიანის უფლებებზე მუშაობის გამოცდილება. დღეს არასამთავრობოებმა დაასახელეს ოთხი კანდიდატი: ვახუშტი მენაბდე, ანა ნაცვლიშვილი, ნინო ლომჯარია, ზვიად ქორიძე. ხვალ უმრავლესობაში გაიმართება კონსულტაციები და იქ მივიღებთ გადაწყვეტილებას. წინასწარ რთულია იმის თქმა, რა არჩევანს გააკათებს უმრავლესობა. ჩემთვის პირადად საუკეთესო ვარიანტი იქნება, არასამთავრობოების შემოთავაზებული კანდიდატებიდან შევარჩიოთ სახალხო დამცველი", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.არასამთავრობოებისა და დეპუტატების ნაწილი სახალხო დამცველის პოსტზე მხარს ნინო ლომჯარიას უჭერს. სახალხო დამცველის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობამ შესაძლოა ნინო ლომჯარიას კანდიდატურა დააყენოს.სახალხო დამცველის თანამდებობაზე თამარ ქალდანის, სოფო ჯაფარიძის, ვახუშტი მენაბდის, სოფო ხორგუანის, ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურები განიხილება.საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლით ირჩევს. უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება. 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...