მთავარისიახლეებიპოლიტიკაიულია ტიმოშენკო: ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება მალე შეიცვლება და მიხელ სააკაშვილი თავისი გუნდით...

იულია ტიმოშენკო: ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება მალე შეიცვლება და მიხელ სააკაშვილი თავისი გუნდით ღირსებით შეუდგება მუშაობას უკრაინელი ხალხის სასარგებლოდ

Published on

"ბატკივშინას" და უკრაინული ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერი იულია ტიმოშენკო უკრიანაში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებსა და ქართველების დეპორტაციას ეხმაურება. როგორც ტიმოშენკომ ბრიუსელში ვიზიტისას "კურიერთან" ინტერვიუში განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტი "მდაბიოდ" იქცევა. ტიმოშენკო აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება მალე შეიცვლება და მიხელ სააკაშვილი თავისი გუნდით უკრაინელი ხალხის სასარგებლოდ შეუდგება მუშაობას:
 
"პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ უკრაინის ხელისუფლების, უფრო სწორად კი პრეზიდენტის მხრიდან ეს ამორალური, სუფთა უკრაინულად რომ გითხრათ მდაბიო საქციელია. ეს ყველანაირ ზღვარს სცილდება. შეგახსენებთ, რომ ერთ ერთი ქართველი მაშინ გაიტაცეს, როდესაც საკუთარი შვილისთვის სახლიდან იყო გასული აფთიაქში. ბავშვიც და მეუღლეც უკრაინის მოქალაქეები არიან. როგორ შეიძლებოდა ოჯახის ამგვარად გახლეჩა.
 
იცით, რომ მხარს ვუჭერ მიხეილ სააკაშვილს. ჩავედი პოლონეთში, რომ დავხმარებოდი მას დაბრუნებაში, მაშინ როცა მისივე მეგობარმა პოროშენკომ მოქალაქეობა ჩამოართვა და ფაქტიურად ქვეყნიდან გააგდო. მე ვფიქრობ , რომ მიხეილ სააკაშვილიც და მისი გუნდიც მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ უკრაინაში წესრიგის დამყარების საქმეში. გამოვიყენოთ მათი გამოცდილება და პიროვნული სიძლიერე. ვფიქრობ, მალე ასეც მოხდება. პრეზიდენტი უკრაინაში შეიცვლება და მთელი ქართული გუნდი ღირსებით შეუდგება მუშაობას უკრაინელი ხალხის სასარგებლოდ ახალ უკრაინულ ხელისუფლებასთან ერთად." აცხადებს იულია ტიმოშენკო
 

სიახლეები

პაპუაშვილი- საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ, რომელშიც არ მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, მიიღო...

ბოლო 5 დღეში გზის გადაკეტვის მიზეზით 29 ადამიანი დააკავეს

ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 5 დღეში რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის მიზეზით...

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი “კახა ზუგდიდსკი” საფრანგეთის ციხეში გარდაიცვალა

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი კახა ალშიბაია, იგივე "კახა ზუგდიდსკი" საფრანგეთის ქალაქ რენის ციხეში გარდაიცვალა  როგორც...

ანდრია ჯაღმაიძე და მიქაელ ბოტკოველი უნდა ჩამოშორდეს საპატრიარქოს – მამა დოროთე ყურაშვილი

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უნდა გაუქმდეს და მისი წარმომადგენლები,...