მთავარისიახლეებიკულტურაგრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი უძველესი წარწერა იშლება. მდგომარეობა საგანგაშოა

გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი უძველესი წარწერა იშლება. მდგომარეობა საგანგაშოა

Published on

 მიმდინარე წლის 15 ნოემბერს დაზიანდა გრაკლიანის გორაზე  აღმოჩენილი უძველესი წარწერა.
 
ამასთან დაკავშირებით, გრაკლიანის გორის არქეოლოგური ექსედიციის ხელმძღვანელმა ვახტანგ ლიჩელმა  განცხადებით მიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნ. ანთიძეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი საქართველოსა და კავკასიაში უძველესი დამწერლობის ნიმუშები შესრულებულია თიხის მასებზე. წარწერებიანი ტაძარი გადახურულია და დაცული ყოვეგვარი ნალექისაგან, ხოლო წარწერები დაფარულია მშრალი სილის ფენით ( ეგვიპტოლოგიის ქიმიური ლაბორატორიის რეკომენდაცია). მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ წარწერები შესრულებულია დაბალი ხარისხის, საშუალო და მსხვილი ფრაქციის ქვიშანარევ თიხაზე, ცენტრალური წარწერის დასავლეთ ნაწილში მიმდინარე წლის 15 ნოენბერს გაჩნდა დაზიანეის ნიშნები, რაც მარცხნიდან პირველი ასოს გაბზარვასა და იატაკის დეფორმაციაში გამოიხატა. იგივე პროცესები შეიძლება განვითარდეს სანაცრე ორმოს კედლებზე, რომელიც უშუალოდ ებმის ,,A'' წარწერის შემცველ საკურთხეველს.
 
ორივე შემთხვევაში საჭიროა თიხის კონსტრუქციების გამაგრება. იმის გამო, რომ არ არსებობს ასეთი მასალის კონსერვაციის რეკომენდაციები, ჩატარებული ექსპერიმენტების საფუძველზე შესაძლებელია თიხის პრობლემური ადგილები დაიფაროს და გაიჟღინთოს სპეციალური ( უკვე გრაკლიანზეცე აპრობირებული) წებოვანი მასით SEKUNDENKLEBER ''.
ვახტანგ ლიჩელი სააგენტოს თხოვს უზრუნველყოს  საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარება
 
 
 

ამას უკავშირდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება იმის შესახებ, რომ  გრაკლიან გორაზე, რომელიც ეროვნული კატეგორიის ძეგლია, კონსერვაცია იგეგმება.
 
ეროვნული სააგენტო თავს მხრივ აცხადებს, რომ მზად არის შეასრულოს სამუშაოები, მაგრამ აქ კითხვები აღიძვრის  იმასთან დაკავშირებით, თუ ვის, რამდენად კვალიფიციურ სპეციალისტებს  მიანდობენ ამ სკრუპულოზურ საქმეს,  რადგან  აღნიშნული კონსერვაციისათვის სპეციალისტის მომსახურების შესყიდვას  სააგენტო ტენდერის გარეშე გეგმავს. 
 
შეგახსენებთ, უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა, რომელიც გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლის კვლევის პროცესში აღმოაჩინეს, მაიამის ბეტა ლაბორატორიამ ძვ.წ XI-X საუკუნეებს მიაკუთვნა.

სიახლეები

დავაკავეთ პირი, რომელმაც 5 ავტომანქანა ზედიზედ გაძარცვა – შსს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობით მსჯავრის...

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 7 პირიდან ერთი პოლიციელს მანქანით განგებ დაეჯახა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით...

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...