მთავარისიახლეებისაზოგადოებაარაეტიკეტირებული რძის პროდუქტების რეალიზატორები დაჯარიმდებიან

არაეტიკეტირებული რძის პროდუქტების რეალიზატორები დაჯარიმდებიან

Published on

აგრარულ ბაზრებში და მცირე ზომის მარკეტებში დიდი რაოდენობით არაეტიკეტირებული, გაურკვეველი წარმომავლობის ყველი და რძის სხვა პროდუქტები იყიდება. ასეთივე ყველი მიეწოდება სახაჭაპურეებს და რესტორნებს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელია ძალაში შესულია რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი (2015) და ტექნიკური რეგლამენტი – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე (2019), თუმცა აღსრულება კვლავ პრობლემაა და ამით როგორც მომხმარებლები, ისე რეგისტრირებული მეწარმეები ზარალდებიან.
„ქართული რძის ბაზარი კვლავ გაჯერებულია არარეგისტრირებული რძის საწარმოების უეტიკეტო პროდუქციით. ასეთ წარმოებებში არ ხდება რძის ხარისხის კონტროლი, შესაბამისად, მომხმარებელი, რომელიც აგრარულ ბაზარში ან თავისი უბნის პატარა მაღაზიაში მიდის „ნამდვილი ყველის“ შესაძენად, ადვილად შეიძლება მოტყუებული დარჩეს. სამწუხაროდ, სურსათის ეროვნულ სააგენტო არარეგისტრირებულ საწარმოებს ვერ აკონტროლებს, თუმცა მას შეუძლია დააჯარიმოს უეტიკეტო რძის პროდუქტის რეგისტრირებული რეალიზატორი,“ – აცხადებენ ქართული რძის ფედერაციაში.
ქართული რძის ფედერაცია მიმართავს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს თხოვნით, რომ გამკაცრდეს უეტიკეტო რძის პროდუქტებზე კონტროლი და დაჯარიმდეს ყველა, ვინც უეტიკეტო ყველის და სხვა რძის პროდუქტების რეალიზაციით არის დაკავებული.
ქართული რძის ფედერაციაში, საქართველოს რეგიონებში არსებული 30-მდე ნატურალური ნედლი რძის გადამამუშავებელი საწარმოა გაერთიანებული, რომელთა პროდუქციას ქართული რძის ნიშანი აქვს მინიჭებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი პროდუქტი მხოლოდ ნატურალური ნედლი რძით არის დამზადებული.

სიახლეები

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

სასახლის ღობის საქმე - 15 პირიან ეპიზოდზე ბრალდებულების ნაწილს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. საპროცესო შეთანხმება...

საია: გახმაურებულ საქმეებზე გაუთქმელობის ვალდებულება საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების გამჭვირვალობას

საია გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრების პრაქტიკის შესახებ შეფასებას აკეთებს. “ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციის...