მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილს უკვე ყავარჯნითაც ებრძვიან, რადგან სხვა ყველა რესურსი ამოწურეს - ,,მალადეც'',...

მიხეილ სააკაშვილს უკვე ყავარჯნითაც ებრძვიან, რადგან სხვა ყველა რესურსი ამოწურეს – ,,მალადეც”, დეპუტატიც ასეთი უნდა

Published on

უკრაინელმა დეპუტატმა, „რადიკალური პარტიის“ წევრმა იგორ მოსიჩუკმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ყავარჯნით თავდასხმა სცადა. შემთხვევა უკრაინული ტელეარხ NewsOne-ის ეთერში, გადაცემა „უკრაინული ფორმატის“ ჩაწერის დროს მოხდა.
 
იგორ მოსიჩუკმა ჰკითხა სააკაშვილს, უჭერს თუ არა ის მხარს უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერ სტეპან ბანდერას, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ „უკრაინას უჭერს მხარს“.
 
„ბანდერა რომ ცოცხალი ყოფილიყო, პირველ რიგში ის კორუფციონერებს გაანადგურებდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
 
მოსიჩუკმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კორუფციაში დაადანაშაულა და მისკენ ყავარჯნით გაემართა.
 
„თქვენ კორუფციონერი ხართ. საქართველოში კორუფციით იყავით დაკავებული და ამის გამო თქვენ გდევნიან“, – განაცხადა „რადიკალური პარტიის“ წევრმა.
 
სააკაშვილთან მისვლაში ხელი მას გადაცემის წამყვანმა შეუშალა.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...