მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი ვაშაძე - მხარს ვუჭერ, რომ თუ სააკაშვილს საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ, პრეზიდენტმა...

გიორგი ვაშაძე – მხარს ვუჭერ, რომ თუ სააკაშვილს საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ, პრეზიდენტმა შეიწყალოს

Published on

მე მხარს ვუჭერ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არ მოხდა, ის პრეზიდენტმა შეიწყალოს – თუ “არა და არასდროს” და ხალხს არ ელაპარაკება, სახელმწიფოზე არ ფიქრობს და პირადი ბოღმებით არის აღსავსე, ის პრეზიდენტობის ღირსი არ არის, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე- „თავისუფლება მიშას” ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, საქართველოს სჭირდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

“ჩვენ რა ქვეყანას ვაშენებთ? ქვეყანას, სადაც გვინდა, რომ ერთმანეთი გავანადგუროთ, თუ სადაც გვინდა, რომ ნორმალურ, ცივილურ სტანდარტებზე დაფუძნებული სახელმწიფო ავაშენოთ?! ეს არჩევანია. მე მხარს ვუჭერ, რომ თუ საზღვარგარეთ გადაყვანა არ მოხდა, შეიწყალოს პრეზიდენტმა. ბევრი მექანიზმია და რატომ არ უნდა იყოს გამოყენებული, თუ რეალურად გვინდა წინ წავიდეთ?! თუ “არა და არასდროს” და ხალხს არ ელაპარაკება, სახელმწიფოზე არ ფიქრობს და პირადი ბოღმებით არის აღსავსე პრეზიდენტი, ის პრეზიდენტობის ღირსი არ არის. მე ვინ მომწონს და ვინ არა, ეს კი არაა, არამედ რა სჭირდება სახელმწიფოს!

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს სჭირდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის გზით იქნება ეს, თუ შეწყალების გზით, ან როგორი გზაც არ უნდა იყოს”,-აღნიშნავს ვაშაძე.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...