მთავარისიახლეებიკანადა უკრაინას დამატებით 34 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს

კანადა უკრაინას დამატებით 34 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს

Published on

კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანდის განცხადებით, უკრაინას დამატებით, დაახლოებით 34 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემენ. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ კანადა გაახანგრძლივებს სასწავლო მისიას გაერთიანებულ სამეფოში ოპერაცია UNIFIER-ის ფარგლებში 2023 წლის ბოლომდე.

“ეს უახლესი სამხედრო დახმარების პაკეტი პასუხობს უკრაინის მიერ განსაზღვრულ გადაუდებელ პრიორიტეტებს”, მათ შორის:

დაახლოებით 5 მილიონი აშშ დოლარი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის (AFU) კრიტიკული თანამგზავრული სურათების მიწოდების გასაგრძელებლად;
18 მილიონ დოლარზე მეტი დამატებითი, მაღალი გარჩევადობის დრონის კამერებისთვის;
10 მილიონ დოლარამდე დამატებითი ზამთრის აღჭურვილობის უზრუნველსაყოფად AFU-ს მხარდასაჭერად, მათ შორის პორტატული გამათბობლები, თერმული საბნები და საძილე ტომრები კანადური კომპანიებისგან კანადური კომერციული კორპორაციის მეშვეობით.
ეს დახმარება ავსებს 500 მილიონი აშშ დოლარის დამატებით სამხედრო დახმარების პაკეტს უკრაინისთვის, რომელიც პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ორშაბათს, 14 ნოემბერს გამოაცხადა.

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...