მთავარისიახლეებიახლა არის დრო, როცა შეიძლება და უნდა დასრულდეს რუსეთის დესტრუქციული ომი -...

ახლა არის დრო, როცა შეიძლება და უნდა დასრულდეს რუსეთის დესტრუქციული ომი – ზელენსკი G20-ის სამიტზე

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინდონეზიაში G20-ის სამიტზე შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს მიმართა და თქვა, რომ ახლა დადგა დრო შეჩერდეს რუსეთის ომი უკრაინაში მის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის მიხედვით.

ზელენსკიმ სამიტზე ვიდეოჩართვით ისაუბრა.

“დარწმუნებული ვარ, ახლა არის დრო, როდესაც რუსეთის დესტრუქციული ომი უნდა და შეიძლება შეჩერდეს”, – თქვა მან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომი უნდა დასრულდეს “სამართლიანად და გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე”.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე “რადიაციული უსაფრთხოების” აღდგენის, რუსეთის ენერგორესურსებზე ფასების შეზღუდვის შემოღების, მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივის გაფართოებისა და უკრაინელი ტყვეების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

“გთხოვთ, აირჩიოთ თქვენი გზა ლიდერობისთვის – და ერთად ჩვენ აუცილებლად აღვასრულებთ მშვიდობის ფორმულას”, – თქვა მან.

ცნობისთვის, 15-16 ნოემბერს ბალიზე G20-ის სამიტი იმართება. მიწვეულ ქვეყნებს შორის არის რუსეთი და უკრაინაც. ცნობილია, რომ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი.

სიახლეები

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა - 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში...

მადამ პრეზიდენტ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

"მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია...

ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...