მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩემთვის მნიშვნელოვანია აქ ყოფნა - ზელენსკი

ჩემთვის მნიშვნელოვანია აქ ყოფნა – ზელენსკი

Published on

ყველას საფრთხე ემუქრება, მაგრამ მეჩვენება, რომ ხერსონში უნდა ვიყოთ და მხარი დავუჭიროთ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა დეოკუპირებულ ხერსონში ჩასვლის დროს განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, არა სიტყვით, არამედ საქმით ახდენს უკრაინის ხელისუფლება რუსეთისგან ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას.

გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის მნიშვნელოვანია აქ ყოფნა. ყველას საფრთხე ემუქრება, სამხედროებსაც და ჟურნალისტებსაც. მეჩვენება, რომ აქ უნდა ვილაპარაკოთ და მხარი დავუჭიროთ ხერსონის მკვიდრებს.

ჩვენ არა მხოლოდ გპირდებით, არამედ რეალურად ვიბრუნებთ ტერიტორიებს და ვაბრუნებთ ჩვენს დროშას – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონში ვოლოდიმერ ზელენსკიმ მტრისგან დანაღმული ქალაქი დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა. ხალხი მთავარსარდალს დროშებითა და ოვაციებით შეეგება. ისმის შეძახილები – დიდება უკრაინას.

პრეზიდენტმა უკვე გამართა პრესკონფერენცია მედიისთვის. ზელენსკი მხარდაჭერისთვის მადლობას ნატოს და სხვა მოკავშირე სახელმწიფოებს სწორედ ხერსონიდან უხდის. მანამდე კი უკრაინის პრეზიდენტმა გმირი სამხედროები დააჯილდოვა.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...