მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკოლაევის ოლქის კიდევ ერთ გათავისუფლებულ ქალაქში მასობრივი საფლავები და წამების ოთახები აღმოაჩინეს

ნიკოლაევის ოლქის კიდევ ერთ გათავისუფლებულ ქალაქში მასობრივი საფლავები და წამების ოთახები აღმოაჩინეს

Published on

ნიკოლავის ოლქის სნიგირევსკის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, რომ რუსმა ოკუპანტებს მოწყობილი ჰქონდათ წამების კამერები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას კითხავდნენ.

ივან კუხტა ამბობს, რომ რუსებმა ბევრი ადამიანი წაიყვანეს ხერსონში და კახოვკაში. მისი თქმით, ოკუპანტებმა ადგილობრივებს უთხრეს, რომ ნიკოლაევი დაცემას აპირებს, რომ ისინი აიღებდნენ ოდესას და კიევს.

“წამების ოთახი იყო პოლიციის რაიონულ სამმართველოში, შემდეგ წამების ოთახი მოაწყვეს სნეგირევსკის რესტორანში, ჩვენ ვიცოდით ამის შესახებ. ხალხმა დაგვირეკა და თქვა, რომ წამების ყვირილი ძალიან ისმოდა. ხალხი, ვინც იქ მაღალსართულიან კორპუსებში ცხოვრობდა, სხვა ქუჩებზე, ნათესავებთან უნდა გადასულიყვნენ, რომ ყვირილი არ გაეგოთ”, – ყვება ის.

სნიგირევკა, რომელიც 19 მარტიდან ოკუპირებული იყო, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 10 ნოემბერს გაათავისუფლეს.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...