მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ-ის ახალ თავმჯდომარეს ელექტრონული კენჭისყრით აირჩევენ - სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დასრულდა

ენმ-ის ახალ თავმჯდომარეს ელექტრონული კენჭისყრით აირჩევენ – სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დასრულდა

Published on

“ნაციონალური მოძრაობა” ახალი თავმჯდომარის არჩევის წესზე შეთანხმდა. პარტიაში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უკვე დასრულებულია, რომლის ფუნქცია სწორედ შიდა არჩევნების ფორმის და წესების განსაზღვრა იყო. ამ ჯგუფში წარმოდგენილია ყველა ფრთა, რომელიც პარტიის ხელმძღვანელობაზე აცხადებს პრეტენზიას.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ არჩევნები ელექტრონული წესით უნდა ჩატარდეს.

“შევჯერდით იმაზე, რომ აღნიშნული არჩევნები უნდა ჩატარდეს ელექტრონული წესით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და განაპირობებს იმას, რომ ბევრ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. რაღაც სახის ფილტრები იქნება, რომ მანიპულაციები არ იყოს, მაგრამ პროცესი იქნება ძალიან ღია, ძალიან საჯარო და ძალიან მასშტაბური,” – განაცხადა დოლიძემ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” იურიდიულ და საარჩევნო საკითხების მდივანი, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ არჩევნების ჩატარების წესი პოლიტსაბჭომ 1 კვირის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს.

“რუსთავი-2”

სიახლეები

უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

POG- ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შეკვეთის ბრალი ძმებ კაკულიებსა და ბუსა ჟვანიას წარედგინათ

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნეს. კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად...

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი საიდუმლო ინფორმაციას ძილბურანში იღებს – “ტაბულა”

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი ამბობს, რომ საიდუმლო ინფორმაციას დილის 4-7 საათის შუალედში, ძილბურანში იღებს. სტატიას "ტაბულა"...

რობერტ დიუვალი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი რობერტ დიუვალი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია AFP-მ დიუვალის ცოლზე დაყრდნობით გაავრცელა. მსახიობი...