მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მე მომეფარეთ, ჯავშანჟილეტი მაცვიაო, არადა, არ სცმია..." - ნოდარ ნათაძე გარდაიცვალა

“მე მომეფარეთ, ჯავშანჟილეტი მაცვიაო, არადა, არ სცმია…” – ნოდარ ნათაძე გარდაიცვალა

Published on

93 წლისა გარდაიცვალა ქართველი ენათმეცნიერი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ნოდარ ნათაძე. ის “სახალხო ფრონტის” დამფუძნებელი და ერთადერთი თავმჯდომარე იყო, აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში, იყო რუსეთ-საქართველოს ომის აფხაზეთის მონაკვეთის მონაწილე. აი, რას იხსენებს მასზე ერთ-ერთი მებრძოლი:

“მტრის ცეცხლის ქვეშ, უკან ვიხევდით, ნოდარ ნათაძე გვიყვიროდა, მე ამომეფარეთ, ჯავშანჟილეტი მაცვიაო. გამოვედით გადავრჩით, და ვნახეთ რომ ბატონ ნოდარს ჯავშანჟილეტი არ ეცვაო”.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნოდარ ნათაძის ოჯახსა და ახლობლებს თანაგრძნობა გამოუცხადა.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ნოდარ ნათაძემ განსაკუთრებული კვალი დატოვა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე საკუთარი ხელმოწერით მნიშვნელოვანი პირადი წვლილი შეიტანა ამ დიდ საქმეში.

“მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი ენათმეცნიერის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო.

მან თავისი განსაკუთრებული კვალი დატოვა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე საკუთარი ხელმოწერით მნიშვნელოვანი პირადი წვლილი შეიტანა ამ დიდ საქმეში. ნოდარ ნათაძე იყო ადამიანი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა საკუთარი პრინციპების ერთგული, რითაც მრავალი თაობისთვის მაგალითის მიმცემი იქნება.

ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და ახლობლებს”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

სიახლეები

მიხეილ ყაველაშვილმა 159 პირი შეიწყალა

ოლიგარქის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა. არიან თუ არა შეწყალებულთა შორის...

რეზო კიკნაძე-ისეთია ხალხია ციხეში, თავს დამნაშავედ ჩავთვლი, გარეთ რომ ვიყოთ ჩვენ

რეზო კიკნაძემ სინდისის პატიმრების მშობლებს დაურეკა, რომლებიც დილიდან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფებიან და ყაველაშვილის...

მეუფე იაკობი “ოცნებას” მოუწოდებს, დაიწყოს შერიგების პროცესი ეკლესიის შუამავლობით

ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა. მეუფე...

იტალიამ რუსეთიდან გამოსული გემი დააკავა, რომელმაც, სავარაუდოდ, სანქციების რეჟიმი დაარღვია

იტალიის ფინანსურმა პოლიციამ 17 იანვარს შავი ზღვის რუსული ტერიტორიული წყლებიდან ბრინდიზის პორტში შესული გემი...