რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ინდონეზიაში G20-ის სამიტზე ონალინ ფორმატითაც არ ისაუბრებს. “Европейская правда” ამბობს, რომ ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა პარასკევს განაცხადა.
პესკოვის თქმით, არ იგიგმება პუტინის ონლაინ დასწრება G20-ისა და APEC-ის სამიტებზე ან მისი ვიდეოს გაგზავნა მონაწილეებისთვის. პესკოვის თქმით, ამას პუტინის განრიგი და რუსეთში ყოფნის აუცილებლობა განაპირობებს.
რუსეთის დელეგაციას G20-ის სამიტზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.
ცნობისთვის, ღონისძიების წინ, დასავლეთის ქვეყნებმა და უკრაინამ მოახდინეს ზეწოლა ინდონეზიაზე, G20-ის სამიტის მასპინძელზე, რომ გააძლიეროს მოსკოვის ქმედებების დაგმობა, ასევე, მოუწოდეს სამიტზე პუტინის მიწვევა გაეუქმებინა.