მთავარისიახლეებისამართალიდიახ, ეს შეიძლება რუსეთს აწყობდეს. ასეთ შემთხვევაში შემოსვლის უფლება აქვთ. მაშ, რატომ...

დიახ, ეს შეიძლება რუსეთს აწყობდეს. ასეთ შემთხვევაში შემოსვლის უფლება აქვთ. მაშ, რატომ ატარებენ სპეცოპერაციას 15 საათი…

Published on

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სამართალდაცველებმა შტურმი დაიწყეს.
 
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სპეცრაზმი ცდილობს საცხოვრებელი კორუსის ბინაში შეღწევას, თუმცა არსებული ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები წინააღმდეგობის გაწევას კვლავ განაგრძობენ. 
 
საცხოვრებელი ბინის ფანჯრებიდან ისინი ხელყუმბარებს ისვრიან. 
 
კორპუსი, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები იმყოფებიან, სამართალდამცველებს ალყაში აქვთ მოქცეული. არის ორმხრივი სროლა.
 
სოციალურ ქსელებში მოსახლეობა და პოლიტიკოსები მოითხოვენ თუნდაც ზოგად ( უსაფრთხოების ზომებიდან გამომინარე) განმარტებებს, თუ რა ხდება ადგილზე, პასუხად დუმილია და შესაბამისად, სრული გაურკვევლობა, რაც ბადებს უამრავ კითხვას იმის მიმართ თუ რასთან გვაქვს საქმე, რამდენად შესწევს სახელმწიფოს უნარი დაიცვას მოსახლეობა დღისით, მზისით, შუაქალაქში მიმდინარე ომისგან. 
 
,,თავხედობასაც ხომ აქვს საზღვარი? მოსახლეობა განმარტებებს, დამაიმედებელ დეტალებს ელოდება მთავრობისგან, ამ დროს სოზარ სუბარი გამოდის და მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაზე საგანგებო ბრიფინგზე აკეთებს განცხადებებს… არ ვიცი, ამას რა ჰქვია. ''
 
,,თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და ეს ადამიანები დახურულ სივრცეში, ბინაში იმყოფებიან, სპეცრაზმა შუშვას გაზი და დააძინონ.. რატომ ატარებენ სპეცოპერაციას 15 საათი და რატომ ასროლინებენ ყუმბარებს ვერ ვხვდები…
თუ რაც უფრო მეტ ხანს ვიყვირებთ ,,ტერორისტები! ტერორისტები!" მით უფრო მოვხვდებით მსოფლიოს თვალში?!
 
,,დიახ, ეს შეიძლება რუსეთს აწყობდეს. ასეთ შემთხვევაში შემოსვლის უფლება აქვთ.'' – წერენ სოციალურ ქსელში.
 
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...