მთავარისიახლეებისაზოგადოებადეკანოიძე, ხაბეიშვილი და ცისკარიშვილი აცხადებენ, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე არ განიხილებიან

დეკანოიძე, ხაბეიშვილი და ცისკარიშვილი აცხადებენ, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე არ განიხილებიან

Published on

ენმ-ს ერთ ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე განიხილება. როგორც დეკანოიძე ენმ-ში მიმდინარე შიდა დაპირისპირებასთან დაკავშირებით ამბობს, პარტიაში არჩევნების თემაზე საუბარი ყოფილა და თავად ნიკა მელიას ინიციატივითვე, თუმცა შეუთანხმებლობა იყო ვადებზე.

ხატია დეკანოიძის თქმით, მისი უპირველესი საზრუნავი ახლა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანა და ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობის საქმეა.
ენმ-ს განახლების აუცილებლობაზე საუბრობს ლევან ხაბეიშვილიც, თუმცა ამბობს, რომ თავმჯდომარეობას არ აპირებს.
„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ის პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.
ენმ-ში ახალი თავმჯდომარის არჩევა და არჩევნები გუშინ, პარტიის წარმომადგენელთა ერთმა ნაწილმა მოითხოვა. ბრიფინგი ამ თემაზე თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ირაკლი ნადირაძემ ენმ-ს რეგიონულ ხელმძღვანელებთან ერთად ჩაატარა. თავად მოქმედმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი განცხადება გუშინ, 9 ნოემბერს, საღამოს გააკეთა და განაცხადა, რომ ნებისმიერ დროს მზადაა პარტიის არჩევნებში მონაწილეობისთვის

სიახლეები

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...

თბილისში, სტუდენტის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სტუდენტის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა...

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...