მთავარისიახლეებირუსეთისგან ყოველდღიურად 10-ზე მეტ კიბერშეტევას ვიგერიებთ

რუსეთისგან ყოველდღიურად 10-ზე მეტ კიბერშეტევას ვიგერიებთ

Published on

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილია ვიტიუკის ინფორმაციით, რუსეთის ყოველდღიურად 10-ზე მეტ კიბერშეტევას ახორციელებს უკრაინის სტრატეგიულ ობიექტებზე.

მისივე განცხადებით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, თან ახლავს ძლიერი კიბერშეტევები, რათა ზიანი მაქსიმალური იყოს – “თუმცა, ასეთი სცენარები პროგნოზირებადია და შესაბამისად, ვერ აღწევენ მიზანს-” ამბობს ვიტიუკი.

“SBU მუდმივად ბლოკავს კიბერშეტევებს ენერგეტიკულ ობიექტებზე. ეს ინდუსტრია ინფრასტრუქტურასთან და ლოჯისტიკასთან ერთად რუსული სპეცსამსახურების პრიორიტეტული სამიზნეა” ამბობს ილია ვიტიუკი.

მისივე თქმით, კიბერშეტევების უმრავლესობა საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი რჩება, მაგრამ არა სპეციალისტებისთვის.

“მტერს სურს, რომ ელექტროენერგიის, წყლის, გათბობის, კომუნიკაციებისა და ინტერნეტის გარეშე დავრჩეთ. ისე, რომ ადამიანებმა ვერ მიიღონ ინფორმაცია, ვერ დაუკავშირდნენ საყვარელ ადამიანებს, ვერ გადაიხადონ მაღაზიაში… მაგრამ ეს ახლა აბსოლუტურად შეუძლებელია ჩვენი მომზადებისა და რეაგირების ამ დონეზე. უარეს შემთხვევაში, მაგალითად, კიბერშეტევის გამო, შეიძლება ცოტა ხნით გამორთონ დენი, ან ზოგიერთმა სერვისმა მოკლე დროით არ იმუშაოს, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ, რომ ეს არ მოხდეს“, – აღნიშნა ილია ვიტიუკმა.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტმა 3500-ზე მეტი კიბერშეტევა მოიგერია რუსეთიდან, უკრაინის სახელმწიფო ორგანოებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...