მთავარისიახლეებიმსოფლიორა შეიარაღებას მიიღებს უკრაინა იტალიისგან - ჩამონათვალი და მახასიათებლები

რა შეიარაღებას მიიღებს უკრაინა იტალიისგან – ჩამონათვალი და მახასიათებლები

Published on

იტალია მზადაა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცეს:

Samp-T-ს ტიპის შორი მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსი,
Aspide-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვბის სისტემა,
ახლო მანძილზე მოქმედი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემა, Fim-92. – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი იტალიის მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

samp-T-ს 1 ბატარეაში შედის:

🔘 Gm-400-ის შორი მოქმედების რადარი ( თვითმფრინავების დაფიქსირება შეუძლია 450კმ-ის რადიუსში , ბალისტიკურ / ფრთოსან რაკეტებს 200-250კმ-ში , სამიზნის მაქსიმალური დაფიქსირების სიმაღლე – 30კმ)

🔘Arabel-ის ახლო მოქმედების რადარი ( თვითმფრინავების აღმოჩენა 70 კმ-ში შეუძლია, ფრთოსანი რაკეტების კი 20კმ-ში)

🔘 1 მართვის პუნქტი

🔘 4 ერთეული გამშვები დანადგარი( თითოში 8 ერთეული აქტიურ რადიოლოკაციურ თავაკიანი რაკეტით)

🔘 2 სატრანსპორტო-დამტენი მანქანა

🔘 ახლა რაც შეეხება Samp-T-ს რაკეტა Aster-30-ის ტექნიკურ მახასიათებლებს- 👇

🔘 მოქმედების რადიუსი საბრძოლო თვითმფრინავების წინააღმდეგ- 3-იდან 100კმ-მდე

🔘ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ – 3-იდან 25კმ-მდე.

ახლა რაც შეეხება ჰსთ Spada 2000-ს, როგორც ვიგებთ, უკრაინას გადაეცემა ერთი სრული ბატარეა, რომელშიც შედის 2,3 ან 4 (ზუსტი რაოდენობა უცნობია) გამშვები დანადგარი, ერთი RAC-3D-ის ტიპის 3 განზომილებიანი რადიოლოკაციური სადგური და ერთი მართვის პუნქტი.

ჰსთ Spada 2000 გახლავთ ფრანგული MBDA-ს პროექტი, რომელიც იყენებს იტალიურ Aspide 2000-ის მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტებს, რომელთა ეფექტური მოქმედების მანძილი 25-კმ გახლავთ, გამშვებ დანადგარში განთასვებულია 6 ერთეული Aspide 2000-ის რაკეტა, რომელთაც გააჩნიათ ნახევრად აქტიური რადიოლოკაციური დამიზნების სისტემა, რაკეტის წონა 240 კგ-ს შეადგენს, სიგრძე 3.7 მ-ს, ხოლო დიამეტრი 0.20მ-ს. რაკეტა ეფექტურია როგორც პილოტირებადი და უპილოტო ავიაციის, ისე დაბალ სიმაღელზე მფრენი რაკეტების, მათ შორის ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ.

Spada 2000-ის, მთავარი საჰაერო თვალთვალის რადარი გახლავთ დანიური Rac-3D-ს ტიპის ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი, სამ განზომილებიანი ფაზური მასივის მქონე საშლელი ანტენით აღჭურვილი რადარი, რომლის ეფექტური კონტროლის დიაპაზონი გახლავთ 100 კმ, მას ერთდროულად შეუძლია 150 სამიზენზე დაკვირვება და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ავტომატურად პრიორიტეტული სამიზნეების განსაზღვრა, რომელთა გადაცემა ხდება შემდგომ მართვის პუნქტზე.

ოთო კონჯარია

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...