მთავარისიახლეებისაზოგადოებასპეცოპერაცია დაახლოებით 13 საათია მიმდინარეობს-გაბრიელ სალოსის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანა შევიდა

სპეცოპერაცია დაახლოებით 13 საათია მიმდინარეობს-გაბრიელ სალოსის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანა შევიდა

Published on

გაბრიელ სალოსის გამზირზე, სპეცოპერაცია დაახლოებით 13 საათია მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ რამდენიმე კორპუსის შესასვლელი ტერიტორია. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები და სპეცრაზმი ორი პირის აყვანას ცდილობს, რომლებიც ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში იმყოფებიანსპეცოპერაციის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი მანქანა შევიდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სხვა ბრიგადებიც, ასევე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. დილით კი სპეცოპერაციის ადგილზე პიკაპის ტიპის რამდენიმე ავტომობილით სპეცრაზმის დამატებითი ძალები შევიდა.გამთენიის 05:00 საათიდან მიმდინარეობდა შტურმი, რომელიც დაახოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. შტურმის დროს ისმოდა ძლიერი აფეთქებებისა და სროლის ხმა. ამ დროისთვის უცნობია, რა შედეგით დასრულდა შტურმი. შტურმამდე რამდენიმე წუთით ადრე კი კორპუსიდან, სადაც სუს-ი სპეცოპერაციას ატარებს, მოსახლეობა გამოიყვანეს.
 
 

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...