მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკა გვარამიას შეწყალება ერთ დადებით სიგნალს მაინც გააგზავნიდა საქართველოდან EU-ში - იუკნევიჩიენე

ნიკა გვარამიას შეწყალება ერთ დადებით სიგნალს მაინც გააგზავნიდა საქართველოდან EU-ში – იუკნევიჩიენე

Published on

“ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებში ისეთი აღქმა არსებობს, რომ საქართველო ხდება ქვეყანა, სადაც პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ხორციელდება” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ  განაცხადა.

იუკნევიჩიენემ გადაცემაში მთავარი არხის გენერალური დირექტორის პატიმრობაზე ისაუბრა და თქვა, რომ პოლიტპატიმრები მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სურს.

“ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ, ერთი და ორი ადამიანის გამო, არამედ იმიტომ, რომ ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებში და ევროპარლამენტში სადაც ჩვენ რეზოლუციაც მივიღეთ და ვახსენეთ ეს დაპატიმრება, ისეთი აღქმა არსებობს, რომ საქართველო ხდება ქვეყანა, სადაც პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და საჯარო პირების დაპატიმრება ხორციელდება. ეს კი მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის იღწვის. ამიტომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანს საკითხი, ამ შემთხვევაში მედია საშუალების ხელმძღვანელის, რომელიც კრიტიკულია მმართველი პარტიის მიმართ, არამედ ჩვენ წარსულშიც გვინახავს პოლიტიკური საქმეები საქართველოში და ყოფილი პრეზიდენტიც დაპატიმრებულია, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა.

ამიტომ ჩვენ, ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა გავუგზავნეთ წერილი საქართველოს პრეზიდენტს, რადგან ის დასავლური აზროვნების ადამიანი გვგონია და მან კარგად იცის, რას ნიშნავს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება. ჩვენ ვთხოვთ მას, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და შეიწყალოს ნიკა გვარამია, რაც ერთ დადებით სიგნალს მაინც გააგზავნიდა საქართველოდან ევროკავშირში.

რა თქმა უნდა, ეს არაა ერთადერთი რამ, რასაც ევროკომისია საქართველოს სთხოვს, იქ სხვა ბევრი საკითხიცაა. ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, ამის საპირისპიროდ მოხდა ნიკა გვარამიას დაპატიმრება, რამაც გაზარდა პოლარიზაცია და შეკითხვები წარმოშვა ქვეყანაში მიუკერძოებელი მართლმსაჯულების თაობაზე, ამიტომ თუ ჩვენი წერილი მხედველობაში არ იქნება მიღებული და პროგრესი არ მოხდება, ეს შეკითხვები კვლავ იმოქმედებს, – თქვა რასა იუკნევიჩიენემ.

ცნობისთვის, 12-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტს წერილით მიმართა და ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა

სიახლეები

ბათუმის აეროპორტში ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში...

შსს- დავაკავეთ კაცი, რომელმაც 2019 წელს მოქალაქე დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავეს. ოფიციალური ინდორმაციით, 32 წლის...

“მე თვალები თითებად ვაქციე…” – უკრაინელმა ქალმა წიგნი მზერის დახმარებით დაწერა

მარინა ბოროდინა ბავშვობიდან ოცნებობდა მსახიობობაზე. და მას ეს გამოუვიდა. ისწავლა ამერიკულ კინოაკადემიაში, აიწყო კარიერა...

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...