მთავარისიახლეებისაზოგადოებააზერბაიჯანი სომხურ მხარეს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანი სომხურ მხარეს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

Published on

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს ქალბაჯარის რაიონში დისლოცირებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.

„6 ნოემბერს, 19:35 საათიდან 21:50 საათამდე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ბასარკეჩარის რაიონის იუხარი შორჟას დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან სხვადასხვა კალიბრის იარაღის გამოყენებით პერიოდულად ცეცხლს უხსნიდა ქალბაჯარის რაიონის მოლაბაირამლისა და ბეზირხანას დასახლებებში დისლოცირებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა შესაბამისი საპასუხო ზომები მიიღეს.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...