მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროკომისია უკრაინას 18 მილიარდი ევროს მოცულობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტს წარუდგენს

ევროკომისია უკრაინას 18 მილიარდი ევროს მოცულობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტს წარუდგენს

Published on

ევროკომისია პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საუბრის მთავარი თემა იყო უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა მომდევნო თვეებში.

ამავე ცნობით, პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა აცნობა პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ამ კვირაში უკრაინას შესთავაზებს ევროკავშირის მნიშვნელოვან ფინანსურ პაკეტს, რომელიც მოიცავს 1,5 მილიარდ ევრომდე თვეში, საერთო ჯამში კი მისი მოცულობა 18 მილიარდ ევრომდეა, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს 2023 წლისთვის უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

ორივე ლიდერმა აღიარა სახელმწიფო არსებითი ფუნქციების პროგნოზირებადი და რეგულარული დაფინანსების უზრუნველყოფის მნიშვნელობა.

„მხარდაჭერა უაღრესად შეღავათიანი გრძელვადიანი სესხების სახით, საპროცენტო ხარჯების დაფარვით, ასევე ხელს შეუაწყობს უკრაინის რეფორმებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა ევროკავშირის მიერ მიმდინარე სამუშაოები უკრაინას დაუყოვნებლივ ჰუმანიტარული მხარდაჭერის გასაგრძელებლად, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.

პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა გაიმეორა, რომ ევროკავშირი უკრაინას მხარს უჭერს გრძელვადიან პერსპექტივაში.

ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ექსპორტზე, მიაღწიოს შეთანხმებას რუსეთთან შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაზე, ლიდერებმა ასევე განიხილეს გეგმები ევროკავშირი-უკრაინის სოლიდარობის გაფართოების გეგმებზე.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ ლიდერებმა განიხილეს სანქციების გაძლიერების საკითხი, ასევე ისაუბრეს იმ ნეგატიურ როლზე, რომელიც ითამაშა ირანის მხარდაჭერამ რუსეთის აგრესიაში.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...