მთავარისიახლეებისაზოგადოებადეკანოზ მამალაძეს სახელმწიფომ 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს - ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

დეკანოზ მამალაძეს სახელმწიფომ 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს – ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

Published on

მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. როგორც ევროსასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, სტრასბურგის სასამართლომ მამალაძის საქმე დასაშვებად გამოაცხადა და კონვენციის მე-6 მუხლის პუნქტების დარღვევა დაადგინა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ დეკანოზ მამალაძეს მომდევნო სამი თვის ვადაში, 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს.

გარდა ამისა, როგორც ევროსასამართლო ასკვნის, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ დარღვეულა, რაც გულისხმობს გამოძიების პროცესში სამხილების მოპოვებასა და გამოყენებას.

თუმცა, როგორც სტრასბურგმა დაადგინა დაირღვა ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი სასამართლო სხდომების დახურვის ნაწილში.

სასამართლო ასევე წერს, რომ დეკანოზ მამალაძის საქმეში დაირღვა მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი – უდანაშაულობის პრეზუმფცია.

სტრასბურგი საჩივარს 3 წლის განმავლობაში განიხილავდა. ადვოკატი კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) სავარაუდო დარღვევას ასაჩივრებდა.

შეგახსენებთ, სასულიერო პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის თებერვალში დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით და „ციანიდის“ გამოყენებით პატრიარქის მდივან რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სიახლეები

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო NATO-ს უკრაინის მხარდაჭერის გამო ემუქრება

"რუსეთმა არაერთხელ გააფრთხილა NATO-ს ქვეყნები არა მხოლოდ დიპლომატიური არხებით, არამედ საჯაროდაც, რომ კიევის რეჟიმისადმი...

თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს

თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს - განცხადებას შსს ავრცელებს და წერს, რომ არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის...

ბელარუსიდან რუსეთში საწვავის მიწოდებამ ივნისში რეკორდულ დონეს მიაღწია

ბელარუსმა ივნისში ავტობენზინისა და დიზელის საწვავის სარკინიგზო მიწოდება რეკორდულ დონემდე გაზარდა რუსეთის ბაზარზე ნავთობპროდუქტების...