მთავარისიახლეებიმსოფლიოვუერთდები შეშფოთებას ნიკა გვარამიას საქმის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე - ანა ფოტიგა

ვუერთდები შეშფოთებას ნიკა გვარამიას საქმის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე – ანა ფოტიგა

Published on

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ პოლიტიკური დევნა და მედიის თავისუფლების გაუარესება მიუღებელია.

“ვუერთდები შეშფოთებას ნიკა გვარამიას საქმის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე. საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და მედიის თავისუფლების შემდგომი გაუარესება მიუღებელია”, – წერს ანა ფოტიგა.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას განაჩენი დღეს გამოაცხადა. მეორე ინსტანციამ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და კომპანიისთვის ზიანის მიყენებისთვის ჯარიმა საპატიმრო სასჯელით შეცვალა.

რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებებს, სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილებში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაიზიარა – ე.წ. მანქანის ეპიზოდზე პატიმრობა ძალაში დატოვა, ხოლო მოსყიდვისა და ფულის გათეთრების საქმეზე ის გაამართლა.

სიახლეები

მარნეულის მერის ძალადობაში ბრალდებული ძმა სახლშია

მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, უკვე სახლში...

ოპოზიციის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს...

ტრამპი: არ მჯერა, რომ რუსეთი ირანს ეხმარება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ რუსეთი ირანს ეხმარება. ამის შესახებ...

გარემოს ეროვნული სააგენტო: ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამიდან 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე...