მთავარისიახლეებიპოლიტიკაბორჯომის საკრებულოს პირველი სხდომა ბოთლების სროლითა და ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებით გაიხსნა

ბორჯომის საკრებულოს პირველი სხდომა ბოთლების სროლითა და ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებით გაიხსნა

Published on

ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ბორჯომში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.პირველივე სხდომაზე ოპოზიცია, რომელიც საკრებულოში უმრავლესობაში აღმოჩნდა, უმცირესობაში დარჩენილ მმართველ პარტიას დაუპირისპირდა. შეხლა-შემოხლის მიზეზი პირველი სხდომის დღის წესრიგი გახდა. 4 ოპოზიციური პარტია საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევას მოითხოვდა, თუმცა ”ქართულ ოცნება” ეს საკითხის დღის წესრიგში არ ჩასვა.ოპოზიციის დაჟინებული მოთხოვნით, საბოლოოდ, დღის წესრიგს კომისიების შექმნისა და თავმჯდომარეების შერჩევის საკითხი დაემატა, თუმცა კონფლიქტი ამით არ ამოწურულა. კიდევ ერთი ჩხუბი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიების დაკომპლექტებას მოჰყვა. ”ქართულმა ოცნებამ” თითო გარანტირებული ადგილი ყველა კომისიაში მოითხოვა. სიტყვიერი დაპირისპირება პროტესტით დასრულდა – ”ქართულმა ოცნებამ” სხდომა დატოვა და ოპოზიცია დარბაზში მარტო დარჩა.ოპოზიციამ კომისიები სრულად მხოლოდ ოპოზიციის წევრებით დაკომპლექტდა. ამის გამო ”ქართულმა ოცნების” წევრები სხდომაზე დაბრუნდნენ და ოპოზიციის მიერ, მიღებული გადაწყვეტილებების არალეგიტიმურად გამოცხადება მოითხოვეს.საბოლოოდ, დარბაზში დაბრუნებული ”ქართული ოცნების” პროტესტმა შედეგი გამოიღო და კომისიებში თითო თითო წევრად მმართველი პარტიის წარმომადგენლები დაამატეს.

სიახლეები

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...

“ოცნებამ” ევროსასამართლოში კიდევ ერთი საქმე წააგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული გელა ჭიღლაძის საქმეზე გადაწყვეტილება...

მარნეულის მერის ძალადობაში ბრალდებული ძმა სახლშია

მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, უკვე სახლში...

ოპოზიციის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს...