მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობამ მოსახლეობას 6 თვის მუშაობის ანგარიში ანაკლიაში წარუდგინა

ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობამ მოსახლეობას 6 თვის მუშაობის ანგარიში ანაკლიაში წარუდგინა

Published on

ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს, დეპუტატებმა ექვსი თვის მუშაობის ანგარიში მოსახლეობას წარუდგინეს. ამომრჩეველთან შეხვედრა და ანგარიშის წარდგენა სიმბოლურად ანაკლის ბულვარში მოხდა.

ოპოზიციონერი დეპუტატების განმარტებით, დაპაუზებული ანაკლია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისადმი “ქართული ოცნების” დამოკიდებულებას ასახავს. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო დაწყებული, გაჩერებულია.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, მუშაობა მიმდინარეობს, გაასაჯაროონ მერიასა და მერიას დაქვემდებარებულ აიპებში გაბერილი შტატების რაოდენობა. ოპოზიციის განმარტებით, მმართველ პარტიას დასაქმებული ჰყავს “ქართული ოცნების” კორდინატორები, შტაბის წევრები და აქტივისტები, რომლებიც ბიუჯეტის ფულით ფინანსდებიან.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აკრიტიკებენ, შპს ანაკლია – განმუხური რესორტის საქმიანობაა. მათი განმარტებით, ბიუჯეტიდან ასი ათასობით ლარი არის გამოყოფილი ანაკლია – განმუხურის მოვლა პატრონობისთვის, თუმცაღა თანხები მიზნობრივად არ ხმარდება ანაკლია განმუხურს.

სიახლეები

ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელეები დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამოვლინდა კორუფციის ფაქტები და დაკავებულია 3...

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალიას პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის...

სასახლის ღობის საქმე – დღეს ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის

სასახლის ღობის საქმე - სასამართლოში 13 პირის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე თამარ მახარობლიძე იხილავს. დღეს...

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I შიო III-ს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს

"თქვენო უნეტარესობავ და უწმინდესობავ, უფლისმიერო საყვარელო ძმაო, დიდი სიხარულით მივიღეთ პირადად ჩვენ და მსოფლიო საპატრიარქოში...