მთავარისიახლეებიევროკავშირმა, საერთო ჯამში 17,5 მლრდ ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

ევროკავშირმა, საერთო ჯამში 17,5 მლრდ ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

Published on

ევროკავშირმა, აპრილიდან დღემდე, საერთო ჯამში 17,5 მლრდ ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებით, ეს არის 1 350 პირისა და ორგანიზაციის ქონება, ყველა მათგანი ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული.

“ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს, აპრილში დავიწყეთ დაახლოებით 6,7 მლრდ ევროთი და დღეს ეს თანხა უკვე 17,5 მილიარდი ევროა“, – თქვა კრისტიან ვიგანდმა.

“შავ სიაში” მოხვედრილ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აქტივები შვიდმა ქვეყანამ გაუყინა, მათ შორის: გერმანიამ, საფრანგეთმა, ბელგიამ, იტალიამ და ავსტრიამ. ჩამონათვალში მოხვდა საბანკო ანგარიშები, უძრავი ქონება და იახტები.

უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირს მიმართა, რომ შეიმუშაოს რუსეთის ფედერაციის აქტივების ხარჯზე უკრაინისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მექანიზმი.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...