მთავარისიახლეებისაზოგადოება"საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა ქვეყანას ევროატლანტიკურ მიზანს აშორებს" - პრაისი

“საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა ქვეყანას ევროატლანტიკურ მიზანს აშორებს” – პრაისი

Published on

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის თქმით, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციისგან აშორებს და ქვეყნის დემოკრატიას ასუსტებს.

ამის შესახებ პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

“ჩვენ ღია ვართ საქართველოს მთავრობასთან დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების აუცილებლობის შესახებ. დემოკრატიის უკუსვლა, რომელიც ჩვენ დავინახეთ და რომელზეც ბოლო დღეებში ვისაუბრეთ, საქართველოს მის გაცხადებულ მიზანს – ევროატლანტიკურ ინტეგრაციას – აშორებს, თუმცა რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის ასუსტებს ქვეყნის დემოკრატიას. დემოკრატიას, რომლის მიღწევისკენაც ქართველი ხალხი ასე აშკარად ისწრაფვის.

ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ გზაზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და მზად ვართ ამაში დავეხმაროთ”, – თქვა ნედ პრაისმა.

ნედ პრაისმა ასევე აღნიშნა, რომ “ზოგიერთი ქართული პოლიტიკური ელიტის მხრიდან ბოლოდროინდელი დამაზიანებელი რიტორიკის მიუხედავად”, აშშ საქართველოს პარტნიორად რჩება.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...