მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი - უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების...

მიხეილ სააკაშვილი – უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების ერთობლივი ოპერაციაა

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების ერთობლივი ოპერაციაა.როგორც სააკაშვილმა ”რუსთავი2”-თან საუბარში განაცხადა, დეპორტირებულთა გვარები კიევს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გადასცა. ”თვითმფრინავიდან აეროპორტში ისეთი ხალხი ჩამოსვეს, რომელზეც უკრაინულ მხარეს ვერ ეცოდინებოდა, რომ ისინი არიან ჩემთან კონტაქტში, არიან ჩემი ძველი ნაცნობები, მეგობრები. ეს იცის მხოლოდ საქართველოს სპეცსამსახურებმა. ზაფხულში საქართველოში პოროშენკო ჩავიდა და მოელაპარაკა ივანიშვილს ჩემს წინააღმდეგ მოქმედებებზე. მოელაპარაკა იმიტომ, რომ ჩემი ეშიანიათ. ეშინეთ, რადგან მათთვის ვარ რეალური საფრთხე, რომ მე და ჩემი გუნდი არ მოვიდეთ უკრაინის ხელისუფლებაში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...