მთავარისიახლეებიმსოფლიოკულებას მოწოდებით, უკრაინის ობიექტებში IAEA-ს ექსპერტები ჩავლენ

კულებას მოწოდებით, უკრაინის ობიექტებში IAEA-ს ექსპერტები ჩავლენ

Published on

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სთხოვა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის, გაგზავნოს ექსპერტები უკრაინის ატომურ ობიექტებში, რუსეთის პრეტენზიების გასაქარწყლებლად უკრაინი მიერ “ბინძური ბომბების” გამოყენების შესახებ.

გაერო “დათანხმდა” სასწრაფოდ ჩავიდნენ ექსპერტები უკრაინის სამშვიდობო ობიექტებში.

“ოფიციალურად მოვიწვიე IAEA, რომ სასწრაფოდ გაგზავნოს ექსპერტები უკრაინის მშვიდობიან ობიექტებში, სადაც რუსეთი მოტყუებით ამტკიცებს, რომ ბინძურ ბომბს ამუშავებს. ის დათანხმდა. რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინა ყოველთვის იყო და რჩება გამჭვირვალე. დასამალი არაფერი გვაქვს”, – წერს კულება.

In my call with @RafaelMGrossi I officially invited IAEA to urgently send experts to peaceful facilities in Ukraine which Russia deceitfully claims to be developing a dirty bomb. He agreed. Unlike Russia, Ukraine has always been and remains transparent. We have nothing to hide.

— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) October 24, 2022
ცნობისთვის, 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის, საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებს ესაუბრა. სამინისტრო აცხადებს, რომ შოიგუმ გამოხატა “შეშფოთება უკრაინის მიერ ბინძური ბომბის გამოყენებით შესაძლო პროვოკაციების გამო”. რუსეთს რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია აღნიშნულის დასადასტურებლად.

უკრაინის პრეზიდენტმა საპასუხოდ თქვა, რომ თუ რუსეთი რეკავს და ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე მოამზადა ის. შოიგუს განცხადებით გამოეხმაურა აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთიც – მათ გავრცელებულ ცნობას ცხადი სიცრუე უწოდეს.

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...